x
image
ბესო დანელია
ავარია უსაფრთხოების ბალიშების გამოსაცდელად

image

გერმანიის ქალაქ გოსლარში მცხოვრებ უვე შრაგეს სურვილი გაუჩნდა, თავისი მანქანის, "ფორდ მონდეოს" უსაფრთხოების ბალიშები გამოეცადა. ამისთვის მან სპეციალურად დააჯახა მანქანა ხეს. საბედნიეროდ, თავად არ დაშავებულა. პოლიციის მისვლისას კი უკვე კრეფდა მანქანიდან ჩამოცვენილ დეტალებს. შემოწმების შედეგად 45 წლის კაცის სისხლში არ აღმოჩნდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის არანაირი კვალი. პოლიციელთა კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ასეთი საქციელი, უვემ უპასუხა, რომ მას მხოლოდ თეორიული ინფორმაცია ჰქონდა უსაფრთხოების ბალიშების შესახებ, ამიტომ მათი პრაქტიკულად გამოცდა გადაწყვიტა, თუ რამდენად კარგად მუშაობდნენ ისინი დარტყმის დროს. ადგილობრივმა პოლიციამ მას მართვის მოწმობა ჩამოართვა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის გავლაც მიუსაჯა.

1
79
8-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
79
  
2013, 2 ივლისი, 19:53
ფსიქიატრიული ექსპერტიზის გავლა ნამდვილად არ აწყენდა. :)
0 1 1