სხვა ავარია მოგებული "ლამბორჯინით" 2012, 6 ნოემბერი, 14:12 ქალაქ სანტაქუინის (იუტას შტატი) წარმომადგენელმა, სატვირთოს მძღოლმა დევიდ დოპმა ავტოგასამართი სადგურების ქსელ "მავერიკისა" და ინტერნეტპორტალ Teamgive.org-ის მიერ მოწყობილ კონკურსში როდსტერი Lamborgini mucielago მოიგო.მანქანის საზეიმოდ გადაცემიდან 6 საათში, სუპერავტოთი პირველივე გასეირნების დროს, დოპი ავარიაში მოყვა.მძღოლის თქმით, მან როდსტერის მართვაზე კონტროლი იმიტომ დაკარგა, რომ ყინულის გამო მანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მინდორზე გადავიდა და 23 მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდა. "უბრალოდ, მოხვევა დავაპირე და ავტომობილმა უმალვე ტრიალი დაიწყო", - ამბობს დოპი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ "ძალიან კარგი მძღოლია", რადგან სწორე ამ საქმით ირჩენს თავს.შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მძღოლი ფხიზელი იყო და კატასტროფის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.თავად დაზარალებულის თქმით, ის 64-80 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობდა გზაზე, რომელზეც დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ია.ამ ეტაპზე უცნობია, დასჯის რა მეთოდს გამოიყენებს სასამართლო დოპის მიმართ.სხვათა შორის, მის მანქანას სრული დაზღვევა აქვს და უახლოეს მომავალში სპეციალისტები ავტომობილის რემონტისთვის საჭირო თანხას გამოთვლიან.ზოგიერთი მონაცემებით ზემოდხსენებულ "ლამბორჯინს" უკანა ბამპერი, ფრთა და შუქფარები აქვს დაზიანებული. 177 20-ს მოსწონს
|