დაკარგული სიმშვიდის დაბრუნება მინდა და განცდა დაბრუნებული ნეტარების, სადღაც მარტო ჯდომა და ფიქრი. ...დაკარგული სიცილი მინდა, გაუჩერებელი, ეს ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების_სიცილის დაწყება და მისი საკუთარი ნებით ვერ დასრულება…გრძნობების არ დამალვა, ორმხრივი სითბო და გიჟური გართობა მინდა. ნეტა როდის დავკარგე ეს ყველაფერი, ესე რთული რომ გახდა მისი დაბრუნება?...ერთ დღეს დაბრუნებაზეც დავწერ, ის რაც ჩემია უჩემოდ ვერ გაძლებს და ესე უბრალოდ, არა ამქვეყნიური სიმშვიდით, დავჯდები და ღიმილით დავწერ, ახალი ფურცლიდან, ახალ ცხოვრებაზე, გაღიმების უამრავ მიზეზზე, ჩემ ყველა სასაცილო ქმედებაზე, იმ ყველა სასიამოვნო წუთზე რომელიც მელოდება, ვიცი რომ მელოდება და გზა მინდა, მოკლე გზა, მალე მისვლა და თავისუფლება, სუნი მისი, განცდა მისი, ფრთების მორგება, მაგრამ გაფრენა არა, ძირს მყარად დგომა ფრთებით, თავისუფლების და ბედნიერების....