x
image
jango
ნინი ბადურაშვილი ქმარს გაშორდა

imageროდესაც ნინი ბადურაშვილი ცოლად გაჰყვა ირაკლი კუტალაძეს და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თბილისში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ის საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა და ცხოვრებასაც და კარიერასაც იქ განაგრძობდა. ნინის ახლადშექმნილი ოჯახის დანგრევის შესახებ ჭორები, თბილისში ნინის დაბრუნებისთანავე გავრცელდა. აქამდე დაზუსტებიდ ვერავინ ამბობდა მათი განქორწინების შესახებ, რადგანაც თავად ნინიც და ირაკლიც არაფერს ამბობდა. მაგრამ გუშინ ჟურნალ თბილისელებსი ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც ყველაფერს წერტილი დაუსვა. ირაკლის თქმით ის ნინიმ მხოლოდ გამოიყენა, გთავაზობთ მის ინტერვიუს უცვლელად: „ნინიმ გამომიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა... ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - განაცხადა ირაკლი კუტალაძემ. ამ ინტერვიუს საქართველოში ძალიან დიდი გამოხაურება მოჰყვა, კომენტარები უკვე გააკეთეს ცნობილმა ადამიანებმაც, ნინის მეჯვარე ქეთა თოფურია აცხადებს რომ არ იცის რა პრობლემები ჰქონდათ ოჯახში, მაგრამ ფაქტია ირაკლის აღარ უყვარდა და ამიტომ განქორწინდნენო. ინტერვიუს ასევე გამოეხმაურა მომღერალი მაია დარსემლიძე, რომლის თქმითაც ეს ყველაფერი აბსურდია რადგან ნინის ნაირ გოგოს გათხოვება და კანონიერი შვილის გაჩენა არ გაუჭირდება. ფაქტი ერთია ნინი ბადურაშვილი რომლის გათხოვებაზეც ცოტა ხნის წინ ყველა ლაპარაკობდა, ახლა ყველა მის განქორწინებაზე ლაპარაკობს.

1
1670
8-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:jango
jango
1670
  
2013, 8 ივლისი, 0:32
ყვლა ბრუნვაში უკვე ამ თემაზე წერა თავის ამატკებელია
0 1 1