სხვა ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში 2013, 2 ივლისი, 8:18 შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსაფრთხო ქალაქი არ არსებობს, ხიფათი შეიძლება ყველგან გველოდეს, თუმცა არსებობს მაინც ასეთი ქალაქი-ეს სინგაპურია.კანონის მიხედვით ამ ქალაქ-სახელმწიფოში არსებობს სიკვდილით დასჯა, ქუჩაში გადაგდებულ საღეჭ რეზინაზე ჯარიმა 3000$, სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე ან არასათანადო ადგილზე მოწევისთვის 1000$, 5000$ ჯარიმა თუ გზა "ზებრაზე" არ გადაკვეთეთ.ძალიან მკაცრად გეჩვენებათ?სამაგიეროდ სინგაპურში ჩამოყალიბდა მაღალი კულტურული საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებაც შეუძლებელი იყო ათასგვარი პედაგოგიურ-დამრიგებლური მეთოდებით, სწორედ ამიტომაც ბედნიერების მხრივ ამ სახელმწიფოს მე-5 ადგილი უკავია მსოფლიოში, ხოლო უსაფრთხოების მხრივ პირველი ადგილი.სინგაპური მკაცრი კანონმდებლობის და მოქნილად მოწყობილი პოლიციის სამსახურის წყალობით ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება მსოფლიოში.აქ აკრძალულია აბსოლუტურად ყოველგვარი ცივი თუ ცხელი იარაღის შეძენა-ტარება, მაღაზიებშიც კი, დიდი სამზარეულოს დანებს წინ წვეტი მორგვალებული აქვს, რომ ადამიანმა სხვა ადამიანზე თავდასხმა ვერ შესძლოს.სინგაპურში შეიარაღებული თავდასხამა და ძარცვა პრაქტიკულად ნულის ტოლია. 124 2-ს მოსწონს
|