x
image
თამუნა გეწაძე
ფილიპ კირკოროვი შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
imageცნობილი რუსი მომღერალი და შოუმენი ფილიპ კირკოროვი გამოტყდა, რომ ის ძალიან ნერვიულობს მისი შვილების უსაფრთხოებაზე, ამიტომ იძულებულია დატოვოს ისინი სახლში.განიცდის, რომ ხშირად ვერ ახერხებს ბავშვებთან ერთად ყოფნას.ამის მიზეზი კი არის პაპარაცები, რომლებიც მუდმივად დასდევენ ფილიპს და მის შვილებს.ისინი ცდილობენ ფილიპის შვილების გადაღებას. კირკოროვის საცხოვრებელ სახლს მუდმივად ყარაულობენ პაპარაცები, ფოტოაპარატებით ხელში, რათა როგორმე მოახერხონ მისი პატარა ბიჭის ფოტოგრაფირება.მომღერალი ირწმუნება, რომ მხოლოდ ამის გამო ის იძულებულია მარტო წავიდეს მაიამიში, სადაც მომდინარეობს "სიყვარული დიდ ქალაქში" ფილმის მესამე ნაწილის გადაღება და რომელშიც ის მონაწილეობს. ამ ფილმში აგრეთვე, მონაწილეობს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი შერონ სტოუნი.ბავშვები კი დარჩნენ დეიდა მარიასთან მის ქალაქგარე რეზიდენციაში, რომელსაც ძალიან კარგი დაცვა აქვს და იქ გამორიცხულია უცნობების სახლთან მიახლოება.ფილიპი წყნარად გრძნობს თავს რადგან იქ მისი შვილების უსაფრთხოება მთლიანად დაცულია.შეგახსენებთ, რომ ფილიპის ჰყავს ორი შვილი. უმცროსი მარტინი 11 თვისაა და ის ფილიპს სუროგატმა დედამ გაუჩინა.

image



მოსკოვის გარეუბანში ცოტა ხნის წინ გაიმართა მომღერლის უმცროსი შვილის გასაიდუმლოებული ნათლობა. უფროსი ქალიშვილი კი წინა წელს მოინათლა. პატარა მარტინის ნათლია გახდა, ანდრეი მალახოვი და ფილიპის მეგობარი ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ ხმოვანდება.

კირკოროვის ქალიშვილის ნათლობას მოჰყვა ბევრი უსიამოვნო ამბები, პაპარაცებისა და ჟურნალისთების მხრიდან, ამიტომ ფილიპმა ყველაფერი გააკეთა, რომ პატარა მარტინის ნათლობის დრო და ადგილი გასაიდუმლოებული ყოფილიყო და გამოუვიდა კიდეც.


image

1
100
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
100
  
2013, 30 ივნისი, 19:43
კარგი გოგო ხარ თამუნა.:D
0 1 1