კინო მოსკოვის კინოფესტივალზე თურქულმა ფილმმა გაიმარჯვა 2013, 29 ივნისი, 20:24 РИА Новости-29 ივნისი-მოსკოვის 35-ე საერთაშორისო ფესტივალზე, რომლის დახურვის ცერემონიაც შაბათს საღამოს თეატრ "Россия"–ში გაიმართა, გამოცხადდა გამარჯვებული, ეს გახლავთ ერდემ ტეპეგეზას(თურქეთი) მხატვრული ფილმი "ნაწილაკები"(Zerre), სოციალური დრამა მოგვითხრობს ქალზე, რომელიც სტამბულში დაწანწალებს სამუშაოს საძებნად, სამუშაოს ძიებისგან დაღლილი და დამცირებული გადაწყვეტს უკიდურეს ზომებს მიმართოს.მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი 20-იდან 29 ივნისამდე გაიმართა, ძირითად კონკურსში 16 ფილმმა მიიღო მონაწილეობა, ჟიურის თავმჯდომარე იყო ირანელი რეჟისორი მოჰსენა მაჰმალბაფა, რეჟისორი ურსულა მაიერი, პუსანის საერთაშორისო კინო ფესტივალის თავმჯდომარე დონ-ხო კიმი, მსახიობები სერგეი გერშმანი და ზურაბ ყიფშიძე. ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო VTB-ბანკი. 38 6-ს მოსწონს
|