შოუბიზნესი ვიქტორია ბექჰემმა, მრავალი წლის შემდეგ, პირველად აჩვენა მისი ღიმილი. 2013, 24 ივნისი, 15:54 ვიქტორია ბექჰემი ყველასათვის ცნობილია მისი მკაცრი გამომეტყველებით, ის არასოდეს არ დაუფიქსირებიათ ჟურნალისტებს მომღიმარი.ვიქტორია არასოდეს არ იღიმება და ამას ასე ხსნის"მოდამ წაიღო ჩემი ღიმილი"..მაგრამ მიუხედავად ამისა, მასაც შეუძლია იყოს მხიარული.ამის დასამტკიცებლად მისმა მეუღლემ ფეისბუქზე სურათი გამოაქვეყნა " მე ხომ გეუბნებოდით, რომ ის იღიმება"–ასეთი წარწერა გაუკეთა დევიდმა სურათს.ეს ღიმილი ვიქტორიამ მის მეუღლეს აჩუქა, ოჯახურ გარემოცვაში. წყვილი ამჟამად ჩინეთში იმყოფება. ჟურნალ "glamour"-თან ინტერვიუში ვიქტორიამ განაცხადა:"მე გადავეჩვიე ღიმილს, როდესაც მოვხვდი მოდის ინდუსტრიაში.მე შევქმენი ასეთი სახე, მე არ ვამბობ, რომ პაპარაცების სურათებზე ან ჩვენებებზე ეს მე არ ვარ, მაგრამ ოჯახში შვილებთან და მეუღლესთან მე სხვანაირი ვარ, ხოლო საზოგადოებაში მე "ვიკეთებ დამცავ ნიღაბს". 112 10-ს მოსწონს
|