x
image
სოფი სოფია
ფეხბურთი და ცრემლები
საფეხბურთო ტურნირებზე ხშირად ხდება ისე, რომ ბედი მწარედ ეხუმრება ზოგიერთ მონაწილეს. საწყენი გოლი ბოლო წუთებზე, მსაჯის არასამართლიანი გადაწყვეტილება, გაფუჭებული პენალი. ასეთ მომენტებში რთულია გაუმკლავდე ემოცეიბს. გავიხსენოთ 7 ფეხბურთელი რომლებმაც ვერ შეძლებს ცრემლების შეკავება.

image

1. დავიდ ლუისი ჩელსის ბრაზილიელი მცველი - ძალიან ემოციური ადამიანია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ მისი ცრემლები მსოფლიომ ნახა.


2. ჯონ ტერი- თუ ვინმეს გაუჩნდება იდეა გამოუშვას ალბომი სურათებით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ასახავს ეს სურათი დაიკავებს ღირსეულ ადგილს მასში. ჯონ ტერის ცრემლები ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია ფეხბურთის ისტორიაში. დარტყმა, რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც შეეძლო "ჩელსისთვის" გამარჯვება მოეტანა ხოლო კაპიტანისთვის დიდება და დაფასება კარიერის ბოლომდე, საბოლოოდ საბედისწერო გამოდგა. ტერის არ გაუმართლა მას ბედმა დასცინა, იმ საღამოს ტერისთან ერთად ტიროდა ცაც.



3.დიმიტრი სიჩევი

image


ეს კადრი ალბათ ბევრს ნოსტალგიას მოგვრის. მაშინ, როცა დიმიტრი სიჩევი ახალგაზრდა იყო და ბევრი გოლი გაქონდა, მისი სახელი ფიგურირებდა ისეთ გუნდებში გადასვლასთან როგორებიც არიან "რეალი, " "მილანი, " "ბავარია" და "იუვენტუსი". ასე განიცადა იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატში მარცხი.


4. კრისტიანო რონალდო - ამ ფეხბურთელს ადრეულ წლებში ხშირად ხედავდნენ თვალცრემლიანს, მაგრამ ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რონალდოსთვის იყო 2004 წელს ფინალის წაგება ევროპის ჩემპიონატში.



image

5. ლუის სუარესი- 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1\4 ფინალი სუარესმა საკუთარ კარში ხელით ჩაჭრა ბურთი, მსაჯმა მას წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, ლუისმა ვერ შეძლო ცრემლების შეკავება .


image

6. ასამოა გიანი- ერთერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თავისი ნაკრების შემადგენლობაში ვერ შეძლო ნერვებთან გამკლავება, შედეგად კი გააფუჭა პენალი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა თამაშის ბედი. მაგრამ ტერისგან განსხვავებით ასამოას აღარ ქონია შანსი შეცდომის გამოსწორებისა, ამ ფეხბურთელის ტრაგედიის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია.


7. ჟოზე მოურინიო და მარკო მატერაცი - ვიდეო, რომელიც რომელიმე სერიალის ღირსეული დასასრული იქნებოდა. ორი ძალიან რთული ხასიათის ადამიანი ერთმანეთს გადახვეული ტიროდნენ. ხანდახან ცხოვრება უფრო ექსპრესიულია, ვიდრე რომელიმე სპექტაკლის ან ფილმის სიუჟეტი.



imageimageimage


6
56
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
56
  
2013, 22 ივნისი, 13:48
კარგი თემაა შერჩეული :)
2013, 21 ივნისი, 23:46
პირადად ჩემთვის ფეხბურთი უბრალო სპორტზე მეტია და ამაზე ეს სურათებიც მოწმობს, ორმაგად საინტერესოა როდესაც გოგო წერს ფეხბურთზე სტატიას საღოლ:)
2013, 21 ივნისი, 23:25
უი მაგისთვის არც მიმიქცევია ურადღება...რა გჭირს შენ კიდე რას დატანჯე ეს ბიჭი...:D:D:D ეს შაკირას დანახვაზე ტირის მგონი,რა დამემართა ეს ვინ მოვათრიე ჯახშიო :):):)
2013, 21 ივნისი, 23:21
:*
ბოლოს პიკე არ მოგეწონა? :))))))) ჩემს გამო ტირის აღარ მივაწერე :D
2013, 21 ივნისი, 23:10
ნუ საოცრად კარგი სტატიაა...სოფიე :*:*:* ჯონ ტერი–აი მარტო ამის გამო უნდა სცე პატივი ჩელს და ჟერარდის გამო ლივერპულს. ძალიან ერთგულები და გულიანები
0 1 6