x
image
ციცი
Mediator image
მამაკაცმა მობილურით საკუთარი სიკვდილი გადაიღო(+ვიდეო)

imageლიპეცკის მკვიდრი, ევგენი ტიტოვი თავისი მობილურით იღებდა, თუ როგორ ანგრევდნენ ერთ-ერთი მაღაზიის ეზოში ძველ საცხოვრებელ ბინას. ნგრევის დროს თითქმის 10 მეტრი სიმაღლიდან შენობის მიწაზე დაცემისას, აგურები წარმოუდგენელი სისწრაფით გაიფანტა სხვადასხვა მხარეს.

ევგენიასთვის ეს ნგრევა საბედისწერო გამოდგა. აიწია პანიკა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მაგრამ მას უკვე ვერ უშველეს. როგორც გარდაცვლილის ახლობელი ყვება, ტიტოვს ყველა ნეკნი დამტვრეული ჰქონდა, მენჯის ძვალი გატეხილი და ყველა შინაგანი ორგანო დაზიანებული და "თავისგან დარჩა მხოლოდ ფაფა". ექიმების მცდელობა უშედეგო გამოდგა და ევგენი ტიტოვი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების მტკიცებით, ვიდეოზე კარგად ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ევგენიასა და ნახევრად დანგრეულ შენობას შორის იმყოფებოდა და სწორედ ეს ადამიანი იყო ვალდებული დაეცვა მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები. ტიტოვის ახლობლები ამ მამაკაცს აკისრებენ მომხდარ უბედურებას.

2
727
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
727
  
2013, 21 ივნისი, 22:56
იქვე ვინც იდგნენ ისინი კი გადარჩნენ
2013, 21 ივნისი, 20:31
რა საშინელებაა :( არადა რა შორს იყო....
0 1 2