x
image
ბელენაი
დამალე გრძნობა

imageთვალები ყოველთვის ამბობენ სიმართლეს. როგორც უნდა ეცადოთ, დამალოთ გულისნადები, მზერა აუცილებლად გაგცემთ. ამიტომ, როცა მამაკაცის მიმართ გრძნობა გიჩნდებათ, არ არის აუცილებელი ამის შესახებ დაუსრულებლად ილაპარაკოთ, ან მეგობრების საშუალებით “ მიაწვდინოთ ხმა''. თუ მამაკაცი ბრიყვი არ არის, ის უსიტყვოდ მიხვდება, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ.

როცა შეყვარებულები ხართ, უნებლიეთ საკუთარ სხეულს ბრძანებას აძლევთ, იყოს ფორმაში. ცდილობთ, სახესაც განსაკუთრებული გამომეტყველება მიანიჭოთ. სახის კუნთები მსუბუქ ტონუსშია, ნაოჭები სწორდება, თვალები გიციმციმებთ, ტუჩები მგრძნობიარეა და თითქოს თავისკენ იწვევს პარტნიორს. შეყვარებული ქალი შეუმჩნეველი არ რჩებათ სხვა მამაკაცებსაც. ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ იმ ცვლილებებს, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.

საჭიროა თუ არა დისტანცია?! - რა თქმა უნდა, საჭიროა. თქვენ ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ მამაკაცს ეს დააფრთხობს, პირიქით, შეყვარებული ქალი, რომლის მზერაშიც ეს სიყვარული აისახება, ორმაგად სასურველია მამაკაცისთვის, თუკი გაურბის და ამ გრძნობის შენიღბვას ცდილობს. სწორედ ამას ქვია სასიყვარულო თამაში. სამწუხაროდ, ამ თამაშის არსი ყველა ქალს არ ესმის. მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს ის, რაც სინამდვილეში არის. მაგრამ თქვენ ხომ არავის მოტყუებას არ ცდილობთ, უბრალოდ, მალავთ იმას, რაც ყველასთვის ისედაც ნათელია. რაც მთავარია, გრძნობის დამალვა მხოლოდ შეყვარებულობის პირველ ეტაპზეა სასურველი. როცა ურთიერთობა ღრმავდება და მეორე ეტაპზე გადადის, არაფრის დამალვა აღარ არის საჭირო. შეგიძლიათ, ალერსად დაიღვაროდ, მილიონჯერ უთხრათ - “მიყვარხარ!''...

0
121
6-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0