შოუბიზნესი რას მალავს მადონა ხელთათმანებით. 2013, 20 ივნისი, 22:33 ამ ბოლო დროს პოპ-ვარსკვლავი მადონა, სხვადასხვა აქსესუარებით მალავს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.ხელთათმანები კი მისი "სავიზიტო ბარათი" გახდა, რომელსაც მუდმივად ატარებს.(პრაქტიკულად ისევე როგორც მაიკლ ჯექსონის ხელთათმანები)ზოგიერთების აზრით, ეს მადონას პიარის ერთ-ერთი ნაწილია, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მომღერალი მის დანაოჭებულ ხელებს მალავს თვითონ მადონა კი ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ამ დღეებში 54 წლის მომღერალმა გამოაქვეყნა სურათი, რომელშიდაც მკაცრ სმოკინგშია გამიწყობილი და პირველად გამოაჩინა ხელები უხელთათმანოდ.მისი ფანატების აზრი ორად გაიყო: ზოგი მიუთითებდა აშკარად დიდ სხვაობას მის სახესა(რომელიც არაჩვეულებრივ მდგომარეობაში აქვს) და ხელებს შორის, რომელიც დანაოჭებულია და ვენები მკაფიოდაა მასზე გამოხატული.მეორე ნაწილი კი მისი ფანებისა, აშკარად მადონას დასაცავად გამოვიდა.აღსანიშნავია ის რომ მომღერალი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მისდევს იოგას, მის ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცთან ერთად." მე ვარ გამოუსწორებელი რომანტიკოსი და ვიცი, რომ ბრახიმი ძალიან ახალგაზრდაა და ალბათ არ შემეძლება მასთან ერთად გავატარო დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ მე მისთვის ჩვეულებრივი ქალი ვარ და არა ვარსკვლავი. ის არაჩვეულებრივად ეწყობა ჩემს შვილებს და მასთან ყოფნა ძალიან სახალისო და სასიამოვნოა"–აცხადებს მადონა. 38 8-ს მოსწონს
|