x
image
t.x.
ავსტრალიის სასამართლომ მესამე სქესის არსებობა დააკანონა: მდედრობითი, მამრობითი და ...

imageავსტრალიის სააპელაციო სასამართლომ დაუშვა მესამე სქესის არსებობა-მდედრობითი, მამრობითი და რაღაც მესამე, ქალსა და კაცს შორის. როგორც ამბობენ ეს პირველი შემთხვევაა სასამართლო პრაქტიკაში. 52 წლის აქტივისტმა ნორრიმ როგორც იქნა მიაღწია იმას, რომ სიტყვა "სქესი" არ ითვალისწინებს მხოლოდ ორ მნიშვნელობას- მდედრობითს და მამრობითს. სამი მოსამართლისგან შექმნილი კოლეგიამ გადაწყვეტილება ანონიმურად გამოიტანა.

2010 წელს ნორრიმ თავის თავს უსქესო უწოდა. ის დარეგისტრირდა ისე, როგორც ადამიანი, ვისი სქესიც განუსაზღვრელია. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით მას აცნობეს, რომ გადაწყვეტილება შეცდომით მიიღეს და შესთავაზეს რომელიმე ერთ-ერთი განესაზღვრა, თვითონ რომელსაც მოისურვებდა. საპასუხოდ აქტივისტმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მისი სარჩელი იგნორირებული იქნა, მაგრამ სასამართლოს მეორედაც მიმართა.

ახლა ნორრიმ მიიღო უფლება რომ არ განსაზღვროს თავისი სქესი როგორც მდედრობითი ან როგორც მამრობითი. საბუთებშიც არ ჩაწეროს არაფერი არც სახელმწიფო რეესტრში, არც დაბადების, არც გარდაცვალების და არც ქორწინების ცნობებში. საქმე გადაცემული აქვს ადმინისტრაციულ ტრიბუნალს, რომელმაც უნდა განსაზღვროს როგორი სახით უნდა განისაზღვროს სქესი, რა სახით უნდა ჩაიწეროს რეესტრში- მდედრობითი თუ მამრობითი.

ავსტრალიის მოქალაქეთა პასპორტში არის გრაფა, სადაც უნდა ჩაიწეროს სქესი. მათ შეუძლიათ მამრობითის ან მდედრობითის ნაცვლად ჩაწერონ სიმბოლო "X". ამ სიმბოლოთი სარგებლობენ: ტრასგენდერები, ინტერსექსუალები და აქტივისტები, რომლებიც გამოდიან სექსუალური განსხვავების გამოსაყოფად.

3
103
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
103
  
2013, 20 ივნისი, 16:13
მაგას ვეღარ გეტყვით, ვიღაც აქტივისტია. მეც ვერ გავიგე სახელი მაინც თუ აქვს ქალის ან კაცის. მოკლედ კარგად უბერავს!
2013, 20 ივნისი, 13:06
და ეგ ნორი ვინაა,ანუ რომელი სექსუალირი მიდრეკილების?
0 1 3