სხვა მთვრალი ქალის თავდასხმა, მკვლელობა და ჯარიმა 300 ფუნტი სტერლინგი 2013, 8 ნოემბერი, 0:05
34 წლის შარლინ ზიმა დააპატიმრეს. ის გამხეცებული, ქვით შეიარაღებული გადაძვრა მეზობლის ღობეზე და კარგა ხნის დევნის შემდეგ გაუსწორდა საცოდავ ფრინველს. მისი აგრერიგად გაცოფება კი კარგა ხნის ლოთობის შემდეგ, ბატის ყიყინმა გამოიწვია. მეზობელს დაყენებული ჰქონდა სათვალთვალო კამერები, სადაც კარგად არის აღბეჭდილი მისი გამხეცებული დევნა. ბოლოს, როცა ფრინველი მოიხელთა და მოკლა, ძაღლებს მიუგდო საჯიჯგნად. შარლინმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ბრალად ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ედება. სახლის მფლობელის ვიდეოფირი გადაღებულია 3 სექტემბერს, დილის რვა საათზე. მასზე აღბეჭდილია საოცარი სისასტიკე, როგორ უჩეჩქვავს ქვით თავს და შემდეგ თავის ძაღლს უგდებს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ფრინველის სიკვდილი ძალადობითაა გამოწვეული. შარლინი დათანხმდა გადაეხადა ჯარიმა და შეგუებოდა განაჩენს, რომ 5 წლით აეკრძალა ცხოველების ყოლა. 137 3-ს მოსწონს
|