სხვა არაბი პრინცესას თაღლითური ხრიკები. როგორ დაიძვრენს ის თავს სასამართლოდან 2013, 12 ნოემბერი, 20:26
სასამართლოში გამოირკვა, რომ საბუთები ისე გააფორმეს, თითქოს ბატონ იან პატონას ჰქონდა ვალი და თავისი აქციები ამის საფასურად გადაუფორმა. ალ ამოუდი სასამართლოში როლს როისით ცხადდება, რომელსაც ნომრების ნაცვლად აწერია: "მისი სამეფო უდიდებულესობა". ის ლაპარაკობს სასაცილო ინგლისური აქცენტით და აცხადებს, რომ ხანგძლივი დროის მანძილზე რომანი ჰქონდა იან პატონასთან და აქციების საფასურიც ბანკის გარეშე პირადად გადასცა. თვითმარქვია პრინცესა 30-დან 40 წლამდე ასაკისაა, მისი(როგორც თვითონ ამტკიცებს) საყვარელი იანი კი 45-ის. ამანდა გლუტერბუკს კი საქმიან პარტნიორს უწოდებს და ირწმუნება, რომ მან ერთხელ ჩემოდნიდან მოჰპარა მსხვილი თანხა, რასაც ამანდა უარყოფს. ასევე უარყოფს მასთან რომანს იან პატონაც. სასამართლო პროცესებზე ალ ამოუდი ჩადრით ცხადდება და მისი სახე ჯერ არ უნახავთ. 331 6-ს მოსწონს
|