x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
10 ყველაზე ცუდი პროფესია
სხვადასხვა სფეროში მომუშავე კვალიფიცურმა სპეციალისტებმა გამოავლინეს 10 ყველაზე ცუდი პროფესია, რომელიც მათი თქმით საკმაოდ პოპულარულია, თუმცა დასაქმების მხრივ არაპერსპექტიული. ცუდი ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს ცუდს პირდაპირი მნიშვნელობით, უბრალოდ დასაქმების მხრივ არც თუ ისე ხელსაყრელი პროფესიების ჩამონათვალია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩამონათვალი უნივერსალური არ არის რადგან გამოკითხულთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ამიტომაც ეს სია ყველაზე მეტად იქაურ მდგომარეობას მიესადაგება.

1. ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სტუდენტები ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტს ირჩევენ როგორც ძირითად პროფესიას, თუმცა როგორც ირკვევა ამ სექტორში ვაკანსიები საკმაოდ მცირეა. ერთ-ერთი ბანკირის განცხადებით სტუდენტებს იმის ილუზია აქვთ, რომ ამ სპეციალობის დაუფლების შემდეგ ყველა მათგანი wall street-ის ბანკირი გახდება, რაც რა თქმა უნდა მცდარი შეხედულებაა.


image

2. ასევე საკმაოდ პოპულარულ და გლამურულ პროფესიად ითვლება FBI–ის აგენტი, მზვერავი, თუმცაღა ამგვარ პროფესიებს სათანადო ცოდნა, მოხერხება, გამოცდილება და კავშირები სჭირდება, რაც ახალ უმაღლესდამთავრებულებს არ გააჩნიათ, ამიტომაც ისინი ხშირად ვერ გამოდიან ისეთი აგენტები, როგორებსაც ჰოლივუდურ ფილმებში ხედავენ.

image

3. მსახიობის პროფესია საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა ამ პროფესიის დაუფლება არ არის ვარსკვლავის გახსნის ტოლფასი.

image

4. მე-4 ადგილი კი საკმაოდ საინტერესო სფერომ, ანთროპოგიამ დაიკავა. სკოლის მრჩეველები ხშირად აფრთხილებენ სტუდენტებს, რომ ინდიანა ჯონსი გამოგონილი პერსონაჟი იყო. მსოფიოში არც თუ ისე ბევრი კორპორაციაა, რომელიც ანთროპოლოგებს ქირაობს და ამ შემთხვევაშიც ისინი გამოცდილ მეცნიერებს ეძებენ.

image
5. მეხუთე ადგილი ხელოვნება/მეცნიერების სფერომ დაიკავა

image

6. ისტორია საკმაოდ არჩევადი სფეროა. ერთადერთი რეალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ თქვენი პროფესიით იმუშაოთ სკოლაა, თუმცა ამჟამინდელი ტენდენციები გვიჩვენებს, რომ სკოლები ახალი ისტორიის მასწავლებლების აყვანით არ არიან დაინტერესებული.

image

7. მე-7 ადგილი ფსიქოლოგიამ დაიკავა. ფსიქოლოგია დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, თუმცა დასაქმების მხრივ ყველა ქვეყანა არ არის საუკეთესო ადგილი ფსიქოლოგებისთვის.

image


8. მე-8 ადგილი ბიოლოგია/მედიცინამ დაიკავა. კონკურენცია საკმაოდ დიდია, ისევე როგორც სწავლის ხანგრძლივობა და საბოლოოდ ამ სფეროში მხოლოდ მცირე ნაწილი იმკვიდრებს თავს.

image

9. მე-9 ადგილი კი ინგლისურმა ფილოლოგიამ დაიკავა.

image

10. მე-10 ყველაზე ცუდი პროფესია დასაქმების მხრივ კი ეკონომისტის სპეციალობაა. ეკონომისტებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ სფეროშიც ზოგჯერ მიწოდება მოთხოვნაზე მეტია.

image

1
459
3-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
459
  
2013, 19 ივნისი, 15:03
საინტერესოა იგივე გამოკითხვა საქართველოში რა შედეგს მოგვცემს...
0 1 1