x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
კლინიკური სიკვდილის შემდეგ შეძენილი გასაოცარი უნარები
image


ეს ფენომენი ჯერ მეცნიერულად კარგად არაა შესწავლილი. თუმცა საკმაოდ გახშირდა შემთხვევევბი, როდესაც კლინიკური სიკვდილის ან ტვინის დაზიანების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულ უნარს იძენს. ეს ამოუცნობი ფენომენი ნამდვილადაა ყურადღების ღირსი.

ერთ წვიმიან დღეს ესპანელმა ტონი სიროსიამ გადაწყვიტა სატელეფონო ჯიხურში დედისთვის დაერეკა. საუბარი დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ უეცრად მეხმა დაიგრგვინა და ტონი უსულოდ დაეცა. ექიმებმა მისი ''გამოცოცხლება'' შეძლეს. მას უჭირდა ფაქტების გახსენება და ჩივილებიც ჰქონდა. გასაოცარი კი ის არის, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ მან პიანინოზე დაკვრის საოცარი ტალანტი გამოავლინა. ტონის აქამდე არასდროს არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტთან შეხება არ ჰქონია ახლა კი დაკვრა მისი ახალი პროფესიაა. მას შეუძლია მოუსმინოს ნებისმიერ კლასიკურ ნაწარმოებს და შემდეგ თითქმის უშეცდომოთ დაუკრას იგივე.

იტალიელ ემიგრანტ ფრანკო მაგნინის კი ტვინის ოპერაციის შემდეგ ფენომენალური მხედველობითი მეხსიერება განუვითარდა და ასევე საოცარი ხატვის ნიჭი. მას შეუძლია 20 წლის წინ ქუჩაში შემთხვევითი გამვლელის სახე დეტალურად აღიდგინოს და დახატოს.


მედიკოსები ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნებს ვერ აკეთებენ, თუმცა იმას ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ მოვლენას შესაძლოა რაიმე ზებუნებრივი ახსნაც ჰქონდეს.



2
928
9-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
928
  
კი ვიცი, მაგიტომაც ავღნიშნე, რომ საკამოდ გახშირდა შემთხვევები-თქო :)
2012, 8 ნოემბერი, 18:47
ეგ ერთეული მოვლენებია და ყველას არ ემართება ეგრე
0 1 2