x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
რამდენად რეალურად ემუქრება დედამიწას საფრთხე 21 დეკემბერს
image


ბევრს საუბრობემ იმაზე თუ რა სარფთხე ემუქრება დედამიწას 2012 წლის 21 დეკემბერს. დიდი ხანია რაც ჰოლივუდური კინო ინდუსტრია აქტურ პროპაგანდას უწევს აპოკალიპტურ მოვლენებთან დაკავშირებულ ფილმებს. BBC, Discovery Chanel, History Chanel_მა კი დოკუმენტური ფილმების მთელი სერია მიუძღვნეს ამ თემას.. განსაკუთრებით ახმაურდა პრესა ამ საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის მეორე ნახევრიდან, ხოლო დეკემბერის დადგომასთან ერთად ალბათ სახალხო მღელვარება კიდევ უფრო გაიზრდება.

დიდი გამოხმაურება პოვა ტიბეტელი ბერის განცხადებამ 21/12/12 მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით. თუმცა საკითხავი ისაა, რამდენად რეალურია აზიელი ლამას ფანტასტიკური ზღაპარი.

დავიწყოთ იქიდან, რომ NASA_ს მესვეურებმა საკმაოდ დამამშვიდებელი და სარწმუნო განცხადება გააკეთეს: ''კარგად გამოიძინიეთ 21 დეკემბერს, რადგან იგი ყველაზე გრძელი ღამე იქნება, სხვა თქვენთვის შესამჩნევი არაფერი მოხდება''. მიუხედავად ამისა, 21 დეკემბერი მაიას კალენდრის მიხედვით მსოფლიოს აღსასრულის დღეა და ეს ხალხში გარკვეულწილად შფოთს ბადებს. როგორც ნასას მკვლევარები ამტკიცებენ მაიას კალენდრით სამყაროს დასასრული ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან იგი არ მოიაზრებს სამყაროს დასასრულს პირდაპირი მნიშვნელობით. მაიას კალენდარი არის წრიული ფორმის, მისი თვლის ყველაზე დიდი ერთეულია ''გრძელი პერიოდი'' და 21 დეკეკმბერს სწორედ ეს ''გრეძელი პერიოდი'' სრულდება, მაიას ''დროის ბორბალი'' კი ჩვეულებრივ გააგრძელებს სვლას ახალი პერიოდიდან. (ეს ისეთივე დაყოფაა როგორც წლიური, საუკუნეობრივი და ა.შ)


რაც შეეხება პლანეტარულ განლაგებას, იგი ცვლილებებს არ განიცდის და ყველაფერი კანონზომიერების ფარგლებში იქნება 21 დეკემბერსაც. ასევე საკმაოდ გავრცელებულია ''პოლუსების გადაადგილების'' თეორია. მეცნიერები კი ამბობენ, რომ მიუხედავად კონტინენტების მცირედი გადაადგილებისა, პოლუსების გადაადგილება შეუძლებელია სულ მცირე ერთი ათასწლეულის განმავლობაში მაინც, ხოლო როდესაც ეს მოხდება, მაშინაც კი დედამიწის მკვიდრთთვის ეს პროცესი უმტკივნეულო იქნება.

ნუ შეგაშინებთ 21 დეკემბრის გარშემო ატეხილი ხმაური, რადგანაც როგორც ხედავთ სანერვიულო არაფერია და შეიგიძლიათ მშვიდად დაგეგმოთ საშობაო არდადეგები.



































9
2812
7-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
2812
  
2012, 21 დეკემბერი, 20:26
დაწყნარდით რა ყველა არაფერიც არ მოხდებააა
2012, 6 დეკემბერი, 22:27
არაფერი არ მოხდება იმედიამეც ასე ვიცი ცეცხლი სამჯერ არ უნდა გადმოვიდეს
2012, 5 დეკემბერი, 19:25
თუ ცეცხლი არ გადმოვა სამჯერ ზედიზედ მაშინ მოხდება აპოკალიფსი
2012, 3 დეკემბერი, 15:44
აბსოლუტურად გეთანხმები...ცეცხლი, რომ გადმოვიდა აღდგომას დავმშვიდდი :))
2012, 2 დეკემბერი, 14:58
shen gagaxara gmertma vinc es stadia gamoaqveyna kubo shekvetili mqonda ise meshinoda
2012, 1 დეკემბერი, 23:21
რა სამყაეროს აღსასრული,იმდენი გეგმები მაქვს... :D ისე მართლმადიდებლებს ასეთი პროგნოზები არც უნდა გვაშინებდეს,წელსაც იერუსალიმში ცეცხლი ჩვეულებრივად გადმოვიდა და ჩვენი რწმენით ის წელია საშიში როცა არ გადმოვა,ამიტომ არასერიოზულად უნდა მიგვეღო ეს თემა თავიდანვეე:))
2012, 1 დეკემბერი, 19:34
დაგამშვიდა სტატიამ? :D
2012, 1 დეკემბერი, 19:26
აგაშენა ღმერთმა :D
0 1 9