სხვა 4000 წლის წინანდელი სტომატოლოგია 2012, 27 აპრილი, 5:34 ![]() ოქრო, რომლითაც გამაგრებულია კბილები, მაღალი ხარისხისაა და არ შეიცავს რაიმე დანამატს. მასალა რომლითაც დამზადებულია ორი კბილი (პროტეზი) არ არის ძვალი. ნივთიერების ანალიზის შემდეგ, დადგინდა რომ მსგავსი მასალა პლასმასისებური მცენარეა რომელიც იმ დროს მოიპოვებოდა იერუსალიმის მიდამოებში (დღევანდელ ისრაელის სახელმწიფოში). მკვლევარებმა დაიქირავეს სტომატოლოგთა გუნდი, რომელთან ერთადაც შეეცდებიან გაიგონ თუ სხვა პირის ღრუს პრობლემების დროს; სტომატიტის, კარიესის, ზედმეტი სიყვითლის და სხვათა გადასაჭრელად რა ხერხს იყენებდნენ ეგვიპტელი სტომატოლოგები. ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაგზავნილი არიან მეცნიერები, სტომატოლოგები და მკვლევარები ადამიანის უძველესი ჩონჩხების პირის ღრუს საბოლოო გამოსაკვლევად. როგორც ცნობილია, ერთი ასეთი ათ კაციანი ჯგუფი კავკასიაშიც არის ჩამოსული. მათ მოიარეს აზრბაიჯანი, სასომხეთი, ჩეჩნეთი და სხვადასხვა მცირე ერები, რის შემდეგაც საქართველოს ეწვევიან. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აპირებენ საქართველოში გახსნან (ააშენონ) კვლევითი ცენტრი. მანამ კი სათანადად გამოიკვლევენ შემდეგ კუთხეებში ნაპოვნ ჩონჩხის პირის ღრუებს (ყბებს); სამეგრელოში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში, მთიან აჭარაში, ფშავში, კახეთის შიდა ნაწილში, იმერეთში და ქვემო ქართლში. ისღა დამრჩენია მკვლევარებს და სტომატოლოგებს წარმატება ვუსურვო. იმედია საქართველოში რაიმე დიდს აღმოაჩენენ. მოამზადა თედო კონსტანტინოვმა 1699 6-ს მოსწონს
|