x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
შთამბეჭდავი წყალქვეშა ფოტოები
image ''წყალქვეშა'' ფოტო კონკურსმა გამარჯვებული მოყვარული ფოტოგრაფები გამოავლინა. მათ წყალქვეშ უნდა გადაეღოთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მაქსიმალურად ცოცხალი და განსხვავებული იქნებოდა.




პირველი ადგილი სტივენ კოვაკსმა დაიკავა, რომელიც ფლორიდის შტატიდანაა. ფოტოზე ღამით მოცურავე ზღვის ლომია გამოსახული. ფოტო გადაღებულია ჰონდურასში.

image

მეორე ადგილი კი იტალიელმა მარსელო დიფრანსესკომ დაიკავა. მარსელომ ფილიპინებში, მალაპასკუას კინძულთან ახლოს დააფიქსირა ე.წ ლურჯბეჭდიანი რვაფეხა და საკმაოდ საინტერესო ფოტო შემოგვთაზა.


image

მესამე ადგილი კი ისევ ფლორიდელი ჯუდი ტაურისენდის გადაღებულმა ფოტომ დაიკავა. კადრი საკმაოდ ახლო მანძილიდანაა და ეს სურათს უფრო უნიკალურს ხდის. ფოტო რივიერას სანაპიროზეა გადაღებული.

image


ასევე პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანელი ალექს ტიტერსალის ზღვის ლომმა. ფოტო წითელ ზღვაშია გადაღებული.

image

პირველი ადგილი დაიკავა ბეტი უოტსონმა მისურის შტატიდან. მან პუერტო გალერას სანაპიროზე (ფილიპინები) ზღვის ანემონი დააფიქსირა.

image

ასევე გამოვლინდა კიდევ ერთი მეორე ადგილის მფლობელი დუგლას გუდი პენსილვანიის შტატიდან. მის ფოტოზე გამოსახულია ''იმპერატორი კრევეტი''. ფოტო გადაღებულია დინას სანაპიროზე (პაპუა ახალი გვინეა).

image

საპრიზო ადგილზე არ გასულა თუმცა დიდი მოწონება დაიმსახურა (ვფიქრობ, ამ ფოტოს ეკუთვნოდა პირველი თუ არა მეორე ადგილი მაინც) სტუდენტის ლაურა როკის გოლიათი ზღვის ქორჭილა.

image

1
19
2-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
19
  
2013, 18 ივნისი, 21:56
შთამბეჭდავია...
0 1 1