ისტორიული ძაღლი, რომელიც 9 წელი ელოდა პატრონის დაბრუნებას 2013, 18 ივნისი, 15:41 ამჯერად, სტატიაში მოგითხრობთ ადამიანის ყველაზე ერთგულ მეგობარზე, რომელიც თავის პატრონს 9 წლის განმავლობაში უცდიდა.
ეს გახლავთ Akita-ის ჯიშის ძაღლი Hachiko. იგი გახლდათ მოყავისფრო, ოქროსფერი ძაღლი. Hachiko თავის პატრონს სადგურზე 9 წლის მანძილზე უცდიდა. ეს ძაღლი ერთგულების სიმბოლოდ აღიარეს. ისტორია 1924 წელს დაიწყო: ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ყავისფერი-მოოქროსფრო Akita-ს ჯიშის მიტოვებული ძაღლი სახლში წაიყვანა და სახელად Hachiko უწოდა. Hachiko ყოველ დილით აცილებდა პატრონს სადგურზე. ასე გრძელდებოდა 1925 წლის მაისამდე. პროფესორს ცერებრალური სისხლდენა აწუხებდა, რის გამოც გარდაიცვალა. პროფესორი სადგურზე უკან აღარ დაბრუნებულა, Hachiko კი მას 9 წლის განმავლობაში ერთგულად ელოდა. Hachiko ყოველ დილით აკითხავდა სადგურზე პატრონს. ეს ამბავი რომ გაიგეს, სტუდენტებმა ძაღლისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მისი კვება დაიწყეს და უამრავი სტატია გამოაქვეყნეს იმ დროინდელ პრესაში. ლეგენდარული Hachiko 1935 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. მისი ნეშტი იაპონიის ეროვნულ სამეცნიერო მუზეუმში ინახება (ტოკიოში). ლეგენდად ქცეული ერთგულების სიმბოლოდ ქცეულ ძაღლს ბრინჯაოს ქანდაკებაც კი დაუდგეს Shibuya-ს სადგურში. ყოველი წლის 8 აპრილს Shibuya-ს სადგურთან იმართება Hachiko-სადმი მიძღვნილი დღესასწაული, რაც დღეს ძაღლის მოყვარულების ეროვნულ დღესასწაულად ითვლება. 314 18-ს მოსწონს 2-ს არა
|