x
image
ბესო დანელია
საუკეთესოები მუსიკალურ შოუბიზნესში
image

ლას ვეგასში მუსიკალურ შოუბიზნესში პრესტიჟული დაჯილდოება "ბილბორდ ევერდსი" ჩატარდა. ყოველწლიურად მუსიკალური ჟურნალი "ბილბორდი" შოუბიზნესის ვარსკვლავებს თავიანთი მიღწევებისთვის აჯილდოვებს. ცერემონიალზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, წითელ ხალიჩაზე პოზიორობდნენ მადონა, ჯენიფერ ლოპესი, სელინ დიონი, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, ჯასტინ ბიბერი და სხვა.
შოუბიზნესის ვარსკვლავებმა წეითელი ხალიჩისთვის განსაკუთრებული კაბები წარმოადგინეს. სელენა გომესმა ვერსაჩეს კაბა არჩია, ჯენიფერ ლოპესმა კი ზუჰაირ მურადის ოქროსფერი კაბა ჩაიცვა, რომელსაც ქალთევზას ფორმა ჰქონდა. მოდის კრიტიკოსებმა ჯენიფერს ეს არჩევანი არ მოუწონეს, რადგან გასუქებულს აჩენდა. ვარსკლავის გვერდით, რა თქმა უნდა, თავისი ბოიფრენდი კასპერ სმარტი ჰყავდა, რომელზეც მალე გათხოვებას აპირებს.
დიდი ფურორი მოაიხდინა 54 წლის მადონამ. როგორც ჩანს, მას აშკარად ენარტრება გასული საუკუნის 80-იანი წლების სტილი.
წითელი ხალიჩის შემდეგ გრანდიოზული შოუ გაიმართა, სადაც ბოლო პერიოდის ყველა ჰიტი შესრულდა. სელენა გომესის მუსიკალურმა ნომერმა საზოგადოებაში მოწონების ნაცვლად უფრო სიცილი გამოიწვია. მომღერლის სასცენო კოსტიუმი ტუალეტის ქაღალდადაც კი მოიხსენიეს. ცერემონიალის ტრიუმფატორი ქანთრის სტილის მომღერალი, 23 წლის ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელმაც 11 ნომინაციიდან 8-ში გაიმარჯვა.
ამ ცერემონიალის ტრიუმფატორთა შორის მოხვდა 19 წლის ჯასტინ ბიბერი, რომელმაც 3 ჯილდო მოიპოვა და საუკეთესო მომღერალი მამაკაცის ნომინაციაში ბრუნო მარს აჯობა.
მადონამ პრიზი მიიღო საუკეთესო საგასტროლო ტურნესათვის, რიანა კი საუკეთესო რითმ ენდ ბლუზის შემსრულებლად აღიარეს. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი სიმღერები ისმინება ყველაზე ხშირად რადიოეთერის საშუალებით.

ჯენიფერ ლოპესი და კასპერ სმარტი

image


მადონა

ტეილორ სვიფტი

სელენა გომესი

ჯასტინ ბიბერი

სელინ დიონი


2
41
13-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
41
  
2013, 16 ივნისი, 19:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 16 ივნისი, 19:21
ლამაზი ქალი მაინც სხვისია,რაგინდ სინდისი ჰქონდეს ანკარა,მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიან და ჟრუანტელის დგება თაკარა.
0 1 2