პოლ უოქერი ფილმიდან - Fast & Furious და მისი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი როჯერ როდასი გარდაიცვალნენ 30 ნოემბერს ავტოკატასტროფაში, ლოს ანჯელესთან ახლოს სანტა კლარაში, სადაც ისინი პორშე კარერა GT-ით მოძრაობდნენ.
რადგან ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და მათ შორის ბევრი ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გერმანული ჟურნალის Stern-ის ავტოჟურნალისტ Frank Jenssen-ს სთხოვეს თავისი თვალთახედვით შეეფასებინა ავტოკატასტროფა.
20 წლის მანძილზე მას უტარებია ასობით სხვსდასხვა მოდელის, მათ შორის რა თქმა უნდა სპორტული ავტომობილებიც. აღსანიშნავია მათგან DTM-auto და Audi, რომელმაც Le Mars-ში გაიმარჯვა.
ჟურნალისტი თვითონ სამჯერ მონაწილეობდა 24 საათიან რბოლაში ნიუნბერგის წრეზე და სამივეჯრ შეძლო მისულიყო ფინალამდე. "ერთი ჟურნალისტისთვის ეს არც ისე ცუდი შედეგია." - ამბობს ის. თუმცა ამის მიუხედავად ის არ ცდილობს მკითხველს დააჯეროს, რომ ის პროფესიონალი მრბოლელია, მისი აზრით მასსა და პროფესიონალებს შორის დიდი მანძილია.
სპეციალურად აგებული სარბოლო გზების, ჩვეულებრივ საქალაქო გზებთან შედარებისას ის ასახელებს რბოლაში სარბოლო გზების დადებით მხარეებს:
1) ყველა მოძრაობს ერთი მიმართულებით.
2) მაშველები იქვე არიან.
3) მართვის ცოდნის დონე მონაწილეებში არის საკმაოდ ჰომოგენური, მაგრამ მხოლოდ საკმაოდ.
მოხსენებებსა და სტატიებში ითქვა თითქოს როჯერ როდასიპროფესიონალი მესაჭე ყოფილიყო, მაგრამ ის არ ყოფილა პროფესიონალი.
Frank Jenssen-ი ცდილობს ამით მკითხველი დაარწმუნოს, თითქოს პროფესიონალებს შეცდომები არ მოდით, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ მათ ასეთი ავტოკატასტროფა მოახდინონ არის ძალიან მცირე. ჟურნალისტს, რომელსაც ჰქონია წარსულში შესაძლებლობა პროფესიონალ მრბოლელებთან ესაუბრა და მათთან ერთად ემგზავრა. ქალაქში მოძრაობისას ისინი იყვნენ ძალიან მობილიზებულები.
მსოფლიო მასტერათან, Walter Röhrl-თან ერათად რომელიც Carrera GT-ს ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, გამხდარა მოწმე, თუ როგორ აცილებდა ის ყოველ საკანალიზაციო ჭის თავს, ყოველ პატარა ჩაღრმავებას გზაზე და ყოველ პაწაწინა ქვას საუბრის განმავლობაში, რადგან ვოლტერმა ღრმად თავის ქვეცნობიერში იცოდა, თუ როგორი საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ერთი პატარა ქვა მაღალი სიჩქარისას ავტომობილის ბორბლებისთვის და ამასთანავე თავისი სიცოცხლისთვის.
2004 წელს, როდესაც Porsche Carrera GT ამერიკის ბაზარზე გამოვიდა მის დახასიათებაში ეწერა: შეიძლება ითქვას რომ, პორშე კარერა GT არის სარბოლო მანქანა მაგრამ ამასათანავე მას აქვს ყველა უარყოფითი მხარე სარბოლო მანქანისა. ადამიანი, რომელიც მას მართავს ვალდებულია გზის მდგომარეობას, რომელზეც ის მოძრაობს, კარგად დააკვირდეს. რადგან ამ ავტომობილის თვით გაჭყენტილ ლუდის ქილაზე გადავლაც კი არ შეუძლია.
ასევე ითქვა თითქოს ბიჭებს მოხვევისას საჭემ უმტყუნა, რადგან მანქანის ნარჩენებთან ჰიდრავლიკური სითხე იქნა ნაპოვნი. მაგრამ ეს არასწორია. საჭე და მოხვევის ფუნქცია მოქმედებს ჰიდრავლიკის გარეშეც. ეს ხდება უბრალოდ რთულად სამართავი პარკირებისას, მაღალი სიჩქარისას ეს ფაქტი უგულებელსაყოფია. ალბათ პოლსა და როჯერს რაიმე წინასწარ დაუგეგმავი შეხვდათ მოსახვევში. ქვა, ფეხითმოსიარულე ან ველოსიპედისტი, რომლისთვისაც ჯნდა აეცილებინათ, იქნებ არალეგალური რბოლა? სპორტული მანქანა რომელიც მორგებულია ყოველდღიურობაზე. მან მიიღო ლამაზი სალონი ორი მოსახერხებელი სავარძლით. 10 ცილინდრიანი მოტორი და 612 ცხენის. მაქსიმალური სიჩქარე 330კმ/სთია. 0 დან 100-მდე 3, 9 წამში ანვითარებს. ფასი 452 000 ევრო.
ბევრი არაფერია ცნობილი ამ ავარიის შესახებ. ვიდეოჩანაწერი რომელიც ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ შემთხვევით გადაიღო არ არის საკმარისი. პორშე შეამჩნიეს მაშინ როცა ის უკვე ცეცხლში იყო გახვეული. პოლ უოქერი კი არ მჯდარა საჭესთან.