x
image
კატაპულტი
,,ინტერნეტით გაცნობილი ოჯახში არ შეიშვება"
image

ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ფრაზა “ინტერნეტით გაცნობილი ოჯახში არ შეიშვება".ალბათ, ლოგიკურია კითხვაც, რატომ?

ასეთი აზრის მქონე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტში სოციალურ ქსელებზე დარეგისტრირებული ახალგაზრდობა ძირითადად გართობაზე ფიქრობს და სულ არ ანაღვლებს ოჯახი, და საერთოდ, სულიერი ღირებულებები.თუმცა ასე მხოლოდ არათინეიჯერები კი არ ფიქრობენ, არამედ ახალგაზრდა თაობაც ამ აზრზეა, მაშინ, როდესაც თავადაც არაერთ სოციალურ ქსელზე არიან დარეგისტრირებულნი. მათ უბრალოდ ავიწყდებათ, რომ ამ გასართობი საშუალების მომხბარებლები ისეთივე ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანები არიან, როგორებიც თავად.

გეთანხმებით, რომ მრავლადაა გარყვნილი ვებ-გვერდები, სადაც ათას სიბინძურეს ნახავთ, მაგრამ ყველა ხომ არ სარგებლობს იმით?


ვფიქრობ, არასწორია როდესაც ამბობენ ინტერნეტით გაცნობილი არ ინდობაო. ეს ხომ უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიის დამსახურებაა. ადრე თუ პარკებში, გამზირებზე, ქუჩებში, კინოებში, გნებავთ, დაბადებიის დღეეზე იცნობდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, ახლა ხომ ასე აღარაა? ახლა ხომ ყველაფერი ერთ ყუთში მოექცა?ახლა ხომ დაბადების დღესაც ფეისბუქის გვერდზე ტორტის გაგზავნით ულოცავენ? მაშ, რაღა გასაკვირია, რომ გაცნობის მეთოდიც შეიცვალა? იქნებ ვიღაც ინტერნეტით მოსარგებლე უფრო პატიოსანიცაა, ვიდრე ახლობლის ან ნათესავის მიერ გაცნობილი პიროვნება.არ ღირს ყველაფერი ახლის ერთი ხელაღებით უარყოფა და გაკიცხვა.

2
61
10-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
61
  
2013, 10 აგვისტო, 19:12
მცირე დოზით გეთანხმები, მაგრამ მთლად მასეც არ არის, რადგან რაც არ უნდა იტამაშოს ადამიანმა უცოდველი კრავის როლი, სახეს მაინც წარმოაჩენს გარკვეულ წილად. რეალობაშიც ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანს უნდა წარმოაჩინოს თავი ისედაც, როგორიც არ არის. მაგრამ რეალში რომ უფრო მყარია უღტიერთობა, მაგაში გეთანხმები, თვალები ყოველთვის გულის სარკეა, რადგან ვირტუალურად თვალებში ვერ უყურებ ადამიანს და ვერ ხედავ მის მიმიკებს, ძნელია ენდო.
2013, 10 აგვისტო, 16:40
რეალობაში ადამიანი ისეთია, როგორიც არის, ხოლო ინტერნეტში ისეთია, როგორიც უნდა რო იყოს...ასე რომ რეალობა სჯობს ვირტუალურობას,უფრო მყარია და საიმედო
0 1 2