საზოგადოება რამ გადაგვრია?! 2013, 13 ივნისი, 18:24
რა არის მიზეზი? ამბობენ, რომ აგრესიას და ადამიანის გაუკუღმართებას გაჭირვებაში ცხოვრება ბადებსო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს პერიოდი უკვე გამოვიარეთ და მაშინ ასეთები არ ვიყავით. ახლა კი, ასე თუ ისე, ცოტა უკეთ ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში სხვის მაგალითზე მაინც ვხედავთ, როგორია კარგი ცხოვრება.ჰოდა, სწორედ ჩვენი გარშემომყოფების ცვლილებაც ამან გამოიწვია, ზოგიერთს შური გაუჩნდა, რომ ვიღაც მასზე შეძლებულია, ზოგიერთს ამ შეძლებულობისკენ სწრაფვისათვის ყველა მეთოდი მისაღებად მიაჩნია და ადამიანის ცნება მისთვის გამქრალა.მერე ასეთ ადამიანების გაძლება ნაკლებად აგრესიულებსაც უჭირთ და ეს უკანასკნელნიც მათ ემგვანებიან.თუ არ ვცდები, რომელიღაც მწერალს აქვს ნათქვამი: მტრობის ყველაზე ცუდი შედეგი ისაა, რომ გულგრილი ვერ დარჩებიო. მე კი ვისურვებდი, რომ ერთმანეთის არ გვშურდეს, არ ვმტრობდეთ, ქუჩაში თუ ვინმე წაიქცევა, კი არ დავცინოთ, არამედ ხელი გავუწოდოთ; ტრანსპორტში თუ ადგილი არ იქნა, კი არ ჩავაგდოთ მოხუცი ბებო სიტყვებით "რაღა დროს შენი გარეთ წანწალიაო", არამედ ადგილი დავუთმოთ; ყოველდღე იმაზე კი არ ვიფიქროთ, რასაც ვხედავთ, ყველაფერი მოვიხვეჭოთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, რომ რაც გვაქვს, ისიც შეიძლება ზედმეტი იყოს ხვალ, ჩვენ ხომ ისე უნდა ვიცხოვროთ ყოველი დღე, თითქოს ის უკანასკნელია, ხოდა, უკანასკნელ წუთებს სხვას ნუ გავუმწარებთ! 32 5-ს მოსწონს
|