x
image
კატაპულტი
რამ გადაგვრია?!

imageხშირად ვაკვირდები ადამიანებს ჩემს გარშემო, ოჯახში, სამეზობლოში, ქუჩაში, ტრანსპორტში და სიმართლე გითხრათ, შეძრწუნებული ვარ მათი ქცევებით. რატომღაც ყველას აგრესია დარევია, ყველა ჩხუბობს, ილანძღება, ზოგიერთს დამცინავი ღიმილი ვერ მოუშლია სახიდან მასზე რაღაცით ნაკლებს რომ ხედავს.არა და, თუ სწორად მახსოვს, 90-იან წლებში, დიდი გაჭირვების დროსაც კი არ ვიყავით ასე.არავის ულხინდა მაშინ, მაგრამ პატივისცემაც ვიცოდით და გვერდში დგომაც, ახლა კი - ერთმანეთი როგორ გათელონ, დღე და რამე ამაზე ფიქრობენ. არა, თქვენ და მე არა, იმედია, მაგრამ ასეთები, დამეთანხმებით ბევრნი არიან.

რა არის მიზეზი?

ამბობენ, რომ აგრესიას და ადამიანის გაუკუღმართებას გაჭირვებაში ცხოვრება ბადებსო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს პერიოდი უკვე გამოვიარეთ და მაშინ ასეთები არ ვიყავით. ახლა კი, ასე თუ ისე, ცოტა უკეთ ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში სხვის მაგალითზე მაინც ვხედავთ, როგორია კარგი ცხოვრება.ჰოდა, სწორედ ჩვენი გარშემომყოფების ცვლილებაც ამან გამოიწვია, ზოგიერთს შური გაუჩნდა, რომ ვიღაც მასზე შეძლებულია, ზოგიერთს ამ შეძლებულობისკენ სწრაფვისათვის ყველა მეთოდი მისაღებად მიაჩნია და ადამიანის ცნება მისთვის გამქრალა.მერე ასეთ ადამიანების გაძლება ნაკლებად აგრესიულებსაც უჭირთ და ეს უკანასკნელნიც მათ ემგვანებიან.თუ არ ვცდები, რომელიღაც მწერალს აქვს ნათქვამი: მტრობის ყველაზე ცუდი შედეგი ისაა, რომ გულგრილი ვერ დარჩებიო.

მე კი ვისურვებდი, რომ ერთმანეთის არ გვშურდეს, არ ვმტრობდეთ, ქუჩაში თუ ვინმე წაიქცევა, კი არ დავცინოთ, არამედ ხელი გავუწოდოთ; ტრანსპორტში თუ ადგილი არ იქნა, კი არ ჩავაგდოთ მოხუცი ბებო სიტყვებით "რაღა დროს შენი გარეთ წანწალიაო", არამედ ადგილი დავუთმოთ; ყოველდღე იმაზე კი არ ვიფიქროთ, რასაც ვხედავთ, ყველაფერი მოვიხვეჭოთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, რომ რაც გვაქვს, ისიც შეიძლება ზედმეტი იყოს ხვალ, ჩვენ ხომ ისე უნდა ვიცხოვროთ ყოველი დღე, თითქოს ის უკანასკნელია, ხოდა, უკანასკნელ წუთებს სხვას ნუ გავუმწარებთ!

0
32
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0