x
image
ბელენაი
ეროტიკული მოდის წარმოშობა
imageსაუბარი ეროტიკულ მოდაზე გვექნება, რომელსაც სათავე ძველ ეგვიპტეში დაედო. არავინ იცის, კლიმატის ბრალი იყო ეს თუ სიშიშვლის კულტის, მაგრამ დედოფალი ხატშესპუტი თითქმის შიშველი დადიოდა. მისი ჩაცმულობა უთხელესი თეთრი ქსოვილის სარაფნისგან შედგებოდა, რომელიც მხრებთან ოქროს ბალთებით იყო დამაგრებული. სამოსს “კალაზირისა'' ერქვა და სხეულს ისე მჭიდროდ ეკვროდა, რომ ხატშეფსუტი პაწაწინა ნაბიჯებს დგამდა. შიშველ მკერდს კი მასიური იქროს ყელსაბამით იფარავდა.
ყველაზე სკანდალურად ჩაცმული იყო რომის იმპერატორ კლავდიუსის ცოლი მესალინა, სწორედ მან ჩაიცვა პირველად კაბა, რომელიც მკერდს მაღლა სწევდა და თითქმის მთლიანად აშიშვლებდა. იმპერატორის მეუღლე ერთ წვეულებაზე ათასი მარგალიტისგან აწყობილი ტუნიკით გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ შიშველ ტანზე ეცვა.
დეკოლტე თავის დაბადებას ჰერცოგინია ანეს სორელს უნდა უმადლოდეს. 1450 წელს ის ანჟუს ჰერცოგის კარზე გამართულ წვეულებაზე ისეთ გულამოჭრილ კაბაში მივიდა, რომ ცალი მკერდი საერთოდ შიშველი ჰქონდა. ამის შემდეგ ფრანგებმა მკერდზე დეკოლტეს ზურგის მთლიანად მოშიშვლება აბჯობინეს. ინგლისელებმა, ფრანგების ჯიბრით, საერთოდ უარი თქვეს ეროტიკულ ჩაცმულობაზე და სხეული მაქსიმალურად დაფარეს. ვიქტორიანულ ეპოქაში წარჩინებული ქალის კაბა 17 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ მალე ავსტრიის ელჩის მეუღლე ტიუილრიდში გამართულ ბალზე დეკოლტეთი გამოჩნდა და ინგლისურ პურიტანიზმსაც ბოლო მოეღო, ამჯერად, უკვე სამუდამოდ.


ჰერცოგინია ანეს სორელ

image



იმპერატორ კლავდიუსის ცოლი მესალინა

image


ეგვიპტის დედოფალი ხატშეპსუტი

image

4
146
9-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
146
  
2013, 14 ივნისი, 2:12
მაგარია
2013, 12 ივნისი, 17:29
კარგია ძალიან
2013, 12 ივნისი, 15:37
როგორც სხვა დანარჩენი ესეც საინტერესო და კარგია
0 1 4