როცა ინგლისელები ( და არამარტო ინგლისელები) ლუდით სავსე ტოლჩას ხელს ავლებენ, ვიდრე შესვამენ, თვალის სიმაღლეზე ასწევენ და გახედავენ ხოლმე - რა ფერისაა სითხე.
დღეს ეს, შეიძლება ითქვას, რიტუალია, მაგრამ ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, იგი აუცილებლობით იყო გამოწვეული: თუ ყურადღებით არ იქნებოდი, შესაძლოა, ლუდის შესმის შემდეგ ფსკერზე დედოფლისპროფილიანი ერთ-შილინგიანი მონეტა აღმოგეჩინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ წუთიდან სამეფო ფლოტის დაქირავებული მეზღვაური ხდებოდი. გაოგნებულ “ახალწვეულს'' სამიკიტნოდან პირაპირ გემზე ამოაყოფინებდნენ თავს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბრაზილიელმა ბერნდ ნავეკემ სასამართლოში უჩივლა ლუდის ქარხნის მეპატრონეს: ნავეკე 20 წლის განმავლობაში დეგუსტატორად მუშაობდა ამ ხარხანაში. მისი გამოთვლით, ამ ხნის მანძილზე მას მოუხდა 50 ათასი ბოთლი ლუდის შესმა, რის შედეგადაც ჩამოყალიბებულ ალკოჰოლიკად იქცა. ქარხნის მეპატრონე ამტკიცებდა, რომ დეგისტაციისათვის საკმარისია ერთი ყლუპის შესმა ან, სულაც პირში გამოვლება, თუმცა მთელი ბოთლის დაცლა დეგუსტატორს არ ეკრძალება. ამიტომ თავისი გალოთება ბერნდ ნავეკემ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.