x
image
ბელენაი
კანადაში უძველესი ქვები აღმოაჩინეს

imageსწავლულებმა აღმოაჩინეს ქვები, რომლებიც 4.28 მილიარდი წლის წინათ წარმოიქმნა, რაც 300 მილიონი წლით ადრინდელია, ვიდრე მანამდე გეოლოგების მიერ ნაპოვნი ქვები.

“ჩვენი აღმოჩენა არა მხოლოდ ჩვენი პლანეტის წარმოშობის ისტორიის კარს აღებს, არამედ ეს არის საწყისი წერტილი იმის შესასწავლად, თუ როდის და როგორ წარმოიშვა სიცოცხლე, როგორი იყო მაშინ ატმოსფერო და როდის ჩამოყალიბდა პირველი კონტინენტი'', - აღნიშნავს გამოკვლევათა ავტორი მაკგილის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯონათან ონილი.

მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ჩრდილოეთ კვებეკში, გუძონის სრუტის ნაპირზე ესკიმოსების დასახლებიდან 40 კილომეტრით დაშორებული, ეგრეთ წოდებული, მწვანექვიანი სარტყელი - ნუვუაგიტუკი. ასაკის ზუსტ დადგენაში მათ რადიოიზოტოპური მეთოდი დაეხმარა - განსაზღვრეს რადიოაქტიური ელემენტის ნეოდიუმ-142-ისა და სამარიუმის რაოდენობა. სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ქვები, ეგრეთ წოდებული, “ფსევდოამფიბოლიტები'', დედამიწის პირველადი ქერქის ნარჩენები შეიძლება იყოს, რომლებიც მანტიას, მისი წარმოშობისთანავე, კატარხეულ გეოლოგიურ ეპოქაში გამოეყვნენ.

0
56
8-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0