პროზა ეძღვნება ჩემი ბაბუის ყარამან კიკვიძის ხსოვნას 2012, 20 მარტი, 0:59 - გამარჯობა.
იცინის.
- გამარჯობა.
ისევ იცინის.
- გამარჯობა არ იცი? ბიჭო? მაინც იცინის. ეს პატარა ბიჭი იყო. მის ასეთ საქციელს სხვადასხვანაირად აფასებდნენ. ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას. - ჯერ პატარაა, რომ გაიზრდება, შემდეგ ისწავლის. - იცინოს, რამდენიც უნდა. - ალბათ სახლში ზრდილობას არ ასწავლიან. - შეიძლება რცხვენია. მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი ამბობდა: - ამ პატარა ბიჭისგან ძალიან კარგი კაცი დადგება. ძალიან კეთილი და წყლიანი თვალები აქვს. მისი ერთი გაცინება ას გამარჯობას უდრისო. - მართლაც ასრულდა ამ კაცის ნათქვამი. ეს პატარა ბიჭი გაიზარდა. სკოლაც წარჩინებით დაამთავრა და ინსტიტუტიც. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ყველას ყყვარდა. ბოროტება არასოდეს ჩაუდენია. ყველგან სიკეთეს თესდა. თავისთვის პატარ-პატარა მოთხრობებსა და ლექსებსაც წერდა. მწერალთა კავშირშიც მიიღეს. ვინ იცის, ის დღე რომ არა და ასე ახალგაზრდა რომ არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, იქნებ კარგი მწერალიც გამხდარიყო... ეს ბიჭი ჩემი ბაბუა იყო, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ და რომელიც დღემდე ახსოვთ. ალბათ მართლაც ძალიან კარგი და სხვანაირი ბიჭი იყო. ყველა ამბობს: - ნეტავ ეცოცხლა და რამდენიც უნდოდა იმდენი ეცინა გამარჯობის ნაცვლადო. მისი ერთი გაცინება მართლაც ას და კიდევ უფრო მეტ გამარჯობას უდრიდაო. ალექსანდრე რაზმაძე 72 4-ს მოსწონს
|