ქალი და მამაკაცი კაცს ქალში ბუნებრივობა მოსწონს 2013, 10 ივნისი, 20:17 იყავით თავისუფალი და ბუნებრივი, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. ხშირად ქალები მამაკაცების წინაშე თამაშობენ, მათ გუნება-განწყობილებას უწყობენ ფეხს, მათ სიამოვნებისათვის კანიდან ძვრებიან.ფრთხილად აკვირდებიან, რა მოსწონთ ან რა არ უყვართ ქალის ხასიათში. მერე კი ყველანაირად ცდილობენ, იდეალურ ჩარჩოში მოექცნენ. ნამდვილი ხასიათის დამალვა დიდხანს შეიძლება, მაგრამ არა - მუდმივად. და, როდესაც ერთ დღეს ყველა დამოკიდებულებაში ნიღაბს ჩამოიხსნიან და ნამდვილ ხასიათს გამოავლენენ, მამაკაცს შეეშინდება, გაუკვირდება.მისი გაგება ადვილია- ნამსხვრევებად იქცა ზღაპრული, იდეალური სახე, რომელიც ქალმა დიდი შრომის ფასად შექმნა და რომლის დაჯერებაც კაცს ძალიან უნდოდა. საერთოდ, მოტყუებული მამაკაცი ცუდი, ბოროტი და შეურაცყოფილია. აქედან დასკვნა: იდეალები საჭირო არ არის. სხვა საქმეა, როცა შეყვარებულები ერთმანეთის ხასიათს სწავლობენ და იკვლევენ, ცდილობენ, ერთმანეთს ასიამოვნონ, მაგრამ თუ ბუნებით კეთილი არ ხართ, ძალდატანებით ვერ გახდებით. არ არის საჭირო არც თავის და არც სხვების მოტყუება. ნაკლიც და ღირსებაც ერთი მთლიანია. თუ უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, დაუჯერეთ. თუ არა, როგორი შარავანდედითაც უნდა შეიმოსოთ, მაინც არ გიშველით. 183 12-ს მოსწონს 1-ს არა |
ის ავღნიშნე რომ გოგონები ერტს რომ თამაშობენ და მეორეები არიან სინამდვილეში ეს ანგრევს იჯახებს