საზოგადოება გვშურს,თუ...?! 2013, 9 ივნისი, 14:37 ალბათ, ხშირად გაგიგონიათ შემდეგი ფრაზები:"შურის თვალით მიყურებენ", "შური აბრმავებთ", ასევე, "გვერდზე აღარ იყურება", "თავში აუვარდა" და ა.შ.
შური საშინელი თვისებაა და ხშირ შემთხვევაში არაერთი უფრო მძიმე ცოდვის გამომწვევი, მაგრამ დაკვირვებაა საჭირო, არის ესა თუ ის საქციელი ერთი ადამიანის შური, თუ უბრალოდ მეორის "ზემოდან ყურებით" გამოწვეული საპასუხო ქმედებაა?
არის შემთხვევები, როდესაც წარმატების შემთხვევაში, ზოგიერთი ადამიანი იცვლის მის გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულებას, ამ უკანასკნელთ კი, ბუნებრივია, აღარ აქვთ ძველებური, მაგრამ ცალმხრივი ურთიერთობის სურვილი.წარმატებას მიღწეული ადამიანი კი ამბობს, რომ მისი შურთ და რაც წარმატებას მიაღწია, სულ სხვანაირად უყურებენ მისი ერთ დროს ახლობელი ადამიანები, არადა ამის ჭეშმარიტი მიზეზი თავადაა.
ასევეა საპირისპირო შემთხვევაშიც, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის წარმატების დროს, სხვა ადამიანები იცვლიან მისდამი დამოკიდებულებას უარყოფითი კუთხით და აცხადებენ, რომ ის "გვერდზე აღარ იყურება", აი, ეს კი ნამდვილად შურია და ასეთი თვისებისაგან ძნელად იკურნებიან ადამიანები.მათთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ისინი არაფერს მოერიდებიან, რომ როგორმე შენი წარმატება დააკნინონ, გააუფერულონ, წაგართვან.
სწორედ ამიტომ წარმატებას ჩუმად უნდა მიაღწიოთ, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ, ხოლო შემდეგ არ “გაარეკლამოთ" ის. წარმატებებს გისურვებთ! 24 4-ს მოსწონს
|