სხვა წიგნის მაღაზია და პასუხი კითხვაზე 2013, 8 ივნისი, 1:09 წიგნის მაღაზია, წიგნები, წიგნებისა და სტამბის სუნი, ფერადი, საინტერესო, ლამაზი, სასიამოვნო.დგახარ შუაში და შენს გარშემო მილიონობით წიგნია, მათი ლამაზი შესახედაობის ოქროს ასოებით მორთული ყდები გიბიძგებს თავისკენ, აღძრავს შენში ინტერესს და გიწვევს რაღათქმაუნდა წასაკითხად.გარეთ ქარია თუმცა აქ იმდენი წიგნია გარეთ გახედვის საშუალება არც გაქვს და სიმართლე გითხრათ არც მოგინდებათ.რბილი სავარძლები და როცა კარი მიხურეს კარცერ ლუქსში მეგონა თავი და ამ სილამაზისთვის კიდევ ერთხელ ახლიდან შემიყვარდა დოჩანაშვილი.მე კარცერ ლუქსში ვიყავი ოღონს ჩემი სიამოვნებისთვის და საკუთარი სურვილით.შემეძლო ამეღო და წამეკითხა ჩემ სავარძელთან ახლოს იდო მოტოციკლეტისტის დღიური დავიწყე კითხვა მერე ავიღე უმანკოების მუზეუმი და ასე გავაგრძელებდი გვერდით, რომ არ გამეხედა არადა მეგონა, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ "მკითხველი" ბიჭები და მე დავინახე ის რისი დანახვაც ყოველთვის მინდოდა, ორი ჩემხელა ბიჭი ჩემსავით კითხულობდნენ წიგნებს და ერთმანეთს სწორედ წიგნებზე ესაუბრებოდნენ.მართალია მხოლოდ ორნი იყვნენ, მაგრამ მე გულში გავიფიქრე მესამეც მე ვარ მეოთხეც აქვე ჩუმათ ზის კიდევ მოვლენ და ისიც შემოვა აქ ვის სანახავადაც ვართ მოსულები და ჩვენ ნამდვლად გვეშველება. 29 3-ს მოსწონს
|