x
image
თამუნა გეწაძე
როგორ უნდა შევარჩიოთ პომადა?
image

ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია წითელი პომადა. უხდება თუარა მკვეთრი ფერის პომადა ყველას? როგორ ავარჩიოთ პომადა რომელიც მოუხდება ჩვენს სახესა და კანის ფერს? სტილისტები გვაძლევენ რჩვებს.

რადგან საქმე გვაქვს ისეთ კოსმეტიკურ საშუალებასთან, რომელიც ადვილად შეიძლება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, აუცილებელია ვეცადოთ შვიძინოთ კარგი ხარისხის ტუჩის საცხი, რომელიც არ არის მავნებელი ჯანმრთელობისათვის.პირველ რიგში შეძენისას აუცილებელია მოვითხოვოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც აუცილებლად აქვს კარგი ხარისხის პროდუქციას.

პომადის ფერი ჰარმონიაში უნდა იყოს სახისა და თმის ფერთან.თუ ჩვენ გვაქვს ღია ფერის კანი და ასევე ღია ფერის თმა თავი უნდა შევიკავოთ მკვეთრი ფერის პომადისაგან, რადგან ასეთი შეთანხმება ფერების ძალიან ვულგარულია. ამიტომ უმჯობესია ასეთმა ქალბატონებმა შეარჩიონ სადა ფერის პომადა.თუ ქალბატონებს აქვთ ღია ფერის კანი და მუქი ფერის თმა, ძალიან მოუხდებათ მკვეთრი ფერის პომადა მათ შორის წითელიც.


პომადის შერჩვისას შეგვიძლია ასე მოვიქცეთ:

. პომადა წავისვათ ხელის ზედაპირზე და ეს ხელი მივიტანოთ სახესთან, შგვიზლია ვნახოთ მოუხდბა თუ არა ის ჩვენი სახის ფერს.მისი ხარისხის შესამოწმებლად ავიღოთ ქაღალდი და გაუსვათ ერთი სწორი ხაზი. ეს ხაზი უნდა იყოს ერთგვაროვანი და არ შეიცავდეს პატარა პომადის წერტილებს. ის პომადა, რომელიც არაერთგვაროვნად ისმება არ არის ხარისხიანი.ტუჩის საცხი ადვილად უნდა ისმებოდს ტუჩზე, მალე არ უნდა ცილდბოდეს, არ უნდა ვგრძნობდეთ მისი წასმისას ტუჩზე წებოვნებას და არასასიამოვნო სუნს, ის უნდა უძლებდეს მზის სხივებს. პომადის ზედაპირი უნდა იყოს ერთგვაროვანი. არცერთი პომადა არ შეიძლება შევინახოთ ერთ წელზე მეტი.

1
195
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
195
  
2013, 7 ივნისი, 16:25
საინტერესო სტატიაა ჩემო თამუ :*:*:*თუმცა არ ვიყენებ ყოველდღიურად პომადას.
0 1 1