ტკბილეული 10 უცნაური არომატის მქონე ნაყინი 2013, 7 ივნისი, 8:04 სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ყველაზე უცნაური არომატის მქონე ნაყინს. ნაყინების ათეულს შემოგთავაზებთ უკუღმა, 10-დან 1-მდე, რათა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს სანამ ყველაზე უცნაური არომატის მქონე ნაყინის სახელს გაიგებთ.
10) Cheese Risotto Ice Cream მიუხედავად იმისა, რომ სახელი (ნაყინი ყველის არომატით) ჟღერს იტალიურად, ამ ნაყინს აწარმოებენ იაპონიაში. 9) Viagra Ice Cream იაპონელების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მათ შექმნეს ნაყინი ვიაგარას არომატით, რომელიც შეიცავს Ginko Biloba-ს, Arginine-ს და Guarana-ს ექსტრაქტებს. აღნიშნული ნაყინი იყიდება იაპონიაში და ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის პირთათვის. 8) Black Sesame Ice Cream ნაყინი შავი ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისაგანაც იღებენ ზეთს, ხარობს ცხელ ქვეყნებში) არომატით. ნაყინი ნაცრისფერი შეფერილობისაა და მისი დაგემოვნება ძირითადად იაპონიის რესტორნებშია შესაძლებელი. 7) Horsemeat Ice Cream ნაყინი ცხენის ხორცის არომატით. იაპონელებმა ცხენის ნედლი ხორცი ნაყინის წარმოებისთვის გამოიყენეს. 6) Sheep Intestines or Haggis Ice Cream ცხვრის ნაწლავის ანუ კუდიანის ნაყინი - ასე ეწოდება ცხვრის ნაყლავის არომატიან ნაყინს. 5) Cheeseburger Ice Cream ჩიზბურგერის ნაყინი ხორცის, ყველის, კარტოფილის და კიდევ "საიდუმლო" ინგრედიენტების არომატების ნაზავია. ნაყინის დაგემოვნება შეგიძლიათ ვენესუელაში. აქ 900 სხვადსხვა არომატის მქონე ნაყინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. 4) Fish Ice Cream თევზის არომატიანი ნამცხვარი ყინულის ნამცხვარს უფრო წააგავს. რა თქმა უნდა, თევზის ხორცი სუნის ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ნაყინისთვის სპეციალურად დამზადებული თევზის ხორცი კონიაკით ისე კარგად ირეცხება, რომ სუნის პრობლემა არ შეგაწუხებთ. იაპონელების განცხადებით, ნაყინი გემოთი ძალიან მიმზიდველია. 3) French Toast Ice Cream დიაბეტიანებისთვის აკრძალულია მისი ჭამა. ნაყინი ჩვეულებრივ დამზადებულია კვერცხით, შაქარით, რძეთ, დარიჩინით და ვანილით. მას პურის პუდინგთან ერთად მიირთმევენ. ნაყინის ტკბილი და ცხარე გემო საოცრად ერწყმის ერთმანეთს. 2) Garlic Ice Cream ნივრის არომატიანი ნაყნის დაგემოვნება შეგიძლიათ ნივრის დღესასწაულზე კალიფორნიაში (Gilroy Garlic Festival in California). 1) Breast Milk Ice Cream დედის რძის არომატიანი ნაყინის დაგემოვნება შეგიძლიათ ლონდონში, Covent Garden-ის რესტორანში სულ რაღაც 14 ევროდ. მისი შემქმნელების განცხადებით, ნაყინის შემადგენლობაში ორგანული, ჯანსაღი რძე შედის და იგი ხალხის მიერ შემოწირული რძისგან მზადდება. იმედი მაქვს, სასიამოვნო და ექსტრავაგანტული სიახლე შემოგთავაზეთ. დაიწყეთ დილა ჩვენთან ერთად და გაიგეთ უფრო მეტი ვიდრე იცოდით. 196 18-ს მოსწონს
|