x
image
cxvedo
10 უცნაური არომატის მქონე ნაყინი
სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ყველაზე უცნაური არომატის მქონე ნაყინს. ნაყინების ათეულს შემოგთავაზებთ უკუღმა, 10-დან 1-მდე, რათა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს სანამ ყველაზე უცნაური არომატის მქონე ნაყინის სახელს გაიგებთ.


10) Cheese Risotto Ice Cream


Cheese Risotto Ice Cream


მიუხედავად იმისა, რომ სახელი (ნაყინი ყველის არომატით) ჟღერს იტალიურად, ამ ნაყინს აწარმოებენ იაპონიაში.



9) Viagra Ice Cream


Viagra Ice Cream


იაპონელების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მათ შექმნეს ნაყინი ვიაგარას არომატით, რომელიც შეიცავს Ginko Biloba-ს, Arginine-ს და Guarana-ს ექსტრაქტებს. აღნიშნული ნაყინი იყიდება იაპონიაში და ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის პირთათვის.


8) Black Sesame Ice Cream


Black Sesame Ice Cream


ნაყინი შავი ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისაგანაც იღებენ ზეთს, ხარობს ცხელ ქვეყნებში) არომატით. ნაყინი ნაცრისფერი შეფერილობისაა და მისი დაგემოვნება ძირითადად იაპონიის რესტორნებშია შესაძლებელი.


7) Horsemeat Ice Cream


Horsemeat Ice Cream


ნაყინი ცხენის ხორცის არომატით. იაპონელებმა ცხენის ნედლი ხორცი ნაყინის წარმოებისთვის გამოიყენეს.


6) Sheep Intestines or Haggis Ice Cream


Sheep Intestines or Haggis Ice Cream


ცხვრის ნაწლავის ანუ კუდიანის ნაყინი - ასე ეწოდება ცხვრის ნაყლავის არომატიან ნაყინს.


5) Cheeseburger Ice Cream


Cheeseburger Ice Cream


ჩიზბურგერის ნაყინი ხორცის, ყველის, კარტოფილის და კიდევ "საიდუმლო" ინგრედიენტების არომატების ნაზავია. ნაყინის დაგემოვნება შეგიძლიათ ვენესუელაში. აქ 900 სხვადსხვა არომატის მქონე ნაყინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.


4) Fish Ice Cream


Fish Ice Cream


თევზის არომატიანი ნამცხვარი ყინულის ნამცხვარს უფრო წააგავს. რა თქმა უნდა, თევზის ხორცი სუნის ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ნაყინისთვის სპეციალურად დამზადებული თევზის ხორცი კონიაკით ისე კარგად ირეცხება, რომ სუნის პრობლემა არ შეგაწუხებთ. იაპონელების განცხადებით, ნაყინი გემოთი ძალიან მიმზიდველია.


3) French Toast Ice Cream


French Toast Ice Cream


დიაბეტიანებისთვის აკრძალულია მისი ჭამა. ნაყინი ჩვეულებრივ დამზადებულია კვერცხით, შაქარით, რძეთ, დარიჩინით და ვანილით. მას პურის პუდინგთან ერთად მიირთმევენ. ნაყინის ტკბილი და ცხარე გემო საოცრად ერწყმის ერთმანეთს.


2) Garlic Ice Cream


Garlic Ice Cream


ნივრის არომატიანი ნაყნის დაგემოვნება შეგიძლიათ ნივრის დღესასწაულზე კალიფორნიაში (Gilroy Garlic Festival in California).


1) Breast Milk Ice Cream


Breast Milk Ice Cream


დედის რძის არომატიანი ნაყინის დაგემოვნება შეგიძლიათ ლონდონში, Covent Garden-ის რესტორანში სულ რაღაც 14 ევროდ. მისი შემქმნელების განცხადებით, ნაყინის შემადგენლობაში ორგანული, ჯანსაღი რძე შედის და იგი ხალხის მიერ შემოწირული რძისგან მზადდება.


იმედი მაქვს, სასიამოვნო და ექსტრავაგანტული სიახლე შემოგთავაზეთ. დაიწყეთ დილა ჩვენთან ერთად და გაიგეთ უფრო მეტი ვიდრე იცოდით.



14
186
18-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
186
  
2013, 7 ივნისი, 23:00
ნუ გეშინიათ, ვერაფერს გაიგებენ. ეგენი საქართველოში არ იწარმოება და არც იყიდება. იაპონიასა და ვენესულაში კი სანამ ჩააღწევს ამ სტატიის ამბავი, მანამდე რაღაც ახალს გამოიგონებენ. მაგალითად: ნაყინი ნიახურით ან ღორის ჩლიქებით:D
2013, 7 ივნისი, 22:57
მე მგონი ნაყინის ფირმები მომკლავე :)
2013, 7 ივნისი, 22:54
ისედაც არ მიყვარდა ნაყინი, ახლა ხომ საბოლოოდ ავიღე ხელი მის ჭამაზე:D
2013, 7 ივნისი, 22:41
კარგი სტატიაა :))))
2013, 7 ივნისი, 10:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 7 ივნისი, 9:32
არ ვიცი ბევრს იზიდავს უცხო და განსხვავებული საკვების და ტკბილეულის გასინჯვა მე არა.მე ისევ მარწყვის და ვანილის მირჩევნია:)))))))
2013, 7 ივნისი, 9:31
როგორც ამბობენ გემოთიც არ ჩამოუვარდება
2013, 7 ივნისი, 9:29
არადა ვიზუალურად ყველა მადისამღძვრელად გამოიყურება:))
2013, 7 ივნისი, 9:08
იფ იფ იფ :D
2013, 7 ივნისი, 9:08
პილპილს რომ ამოკრავ ნაყინში და ჩაახრაშუნებ ??:D:D;D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10