x
image
ბელენაი
ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

imageდღეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული არმიის, 7 ჯარისკაცი დაიღუპა.ნატოს წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ქართველ ხალხს უსამძიმრებს იმ დანაკარგის გამო.აპატურაის განცხადება სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ეს არის საშინელება და უფრო მეტიც, ასე მალე წინა შემთხვევებისაგან. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატოს მხრიდან", – აცხადებს იგი. ასევე საქართველოს პრეზიდენტი უსამძიმრებს, დაღუპულთა ოჯახებს ამ დანაკარგს.''ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა და დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის" განცხადა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ტელე მიმართვის დროს. "ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა არის ტრაგედია მათი ოჯახებისათვის და დიდი დარტყმა ქვეყნისთვის".საქართველოს პრეზიდენტის თქმით 13 მაისის შემდეგ დღევანდელი თავდასხმა არის ყველაზე მასშტაბური საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის პერიოდში. პრეზიდენტის თქმით სამშვიდობო მისია ავღანეთში 2014 წელს დასრულდება, რაც უფრო ახლოვდება მისიის ფინალი მით უფრო რთულდება სიტუაცია განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

3
143
7-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
143
  
2013, 7 ივნისი, 17:53
:( მტირება და სულით ხორცამდე ვარ შეძრული ამ ტრაგედიით.. როდემდეეეეეეეეეეე
2013, 7 ივნისი, 0:28
ამინ ჩემო თედო ამინ
2013, 7 ივნისი, 0:28
ნათელში ამყოფოს მათი სულები
0 1 3