x
image
ბელენაი
მიხეილ სააკაშილი: ,,დამნაშავე მართლაც უნდა დაისაჯოს, მაგრამ წესებიც უნდა დაიცვა''

imageსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან დღეს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას გააკეთა, საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული სამყაროს

წესებით ცხოვრებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება დაიღუპოს. “თუ ვიქნებით ქვეყანა, როემლსაც არასოდეს არავინ ახსენებს და არავის ახსოვს, მაშინ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, არსებობას, სამწუხაროდ ვერ გავაგრძელებთ. ეს არის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ. ამიტომ ჩვენ, დემოკრატიული სამყაროს წესებით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

დამნაშავე მართლაც უნდა დაისაჯოს, კორუმპირებული უნდა დაიჭირონ, მას, ვინც ადამიანს შეურაცყოფას აყენებს - პასუხი უნდა აგებინონ, მაგრამ ამავე დროს წესებიც უნდა დაიცვა და ყველას მიმართ თანაბარი მიდგომები უნდა გქონდეს''- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

0
30
5-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0