პროფილაქტიკა პირამიდების სასწაული 2013, 6 ივნისი, 11:13 ![]() შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ პირამიდის ასლი: მკვრივი მუყაოსაგან გამოჭერით 4 სამკუთხედი, ფუძე -345 მილიმეტრი, ფერდები-330 მილიმეტრი და შეაერთეთ წებოს საშუალებით გარედან მიკრული მკვრივი ქაღალდის ზოლებით. შიდა ზედაპირს წებოთი გამოაკარით საკვები ფოლგა, გარედან კი შავი საღებავი გადაუსვით. პირამიდა ღია მხრიდან ნახევარი საათით მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე (მუხლი, ფეხის გული, წელი..). თუ თავი გტკივათ, პირამიდა თავზემოთ გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში (გულის მკურნალობა ამ მეთოდით არ შეიძლება). შეიძლება პირამიდა საწოლს ზემოთ დაკიდოთ ისე, რომ მისი ღია მხარე მტკივნეულ ორგანოსკენ იყოს მიმართული (ბავშვებსა და გულით ავადმყოფებთათვის ამ მეთოდს ნუ გამოიყენებთ), მანძილი პირამიდიდან სხეულამდე ამ დროს 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. თუ გამხმარ სამკურნალო მცენარეებს პირამიდის ქვემოთ მოათავსებთ და კარგახნით გააჩერებთ, მათი მოქმედების ძალა საგრძნობლად მოიმატებს. რათქმაუნდა, თანამედროვეობაში უამრავი, წამალი არსებობს ამა თუ იმ ტკივილის გასაყუჩებლად, მაგრამ პირამიდის სამკურნალო თვისებებიც აღსანიშნავია თუ რაოდენ საოცარ ძალას და დადებით, ენერგიას იტევს ეს საოცრება. გისურვებთ ჯამრთელობას და სიმშვიდეს. 432 10-ს მოსწონს
|