x
image
ბელენაი
პირამიდების სასწაული
imageფრანგმა მეცნიერმა ანტუან ბოვიმ ხეოფსის პირამიდის კვლევისას, ამ უნიკალური ნაგებობის საოცარი თვისებები აღმოაჩინა. ბოვის მიერ გაკეთებულ შემცირებულ ასლში, სიმაღლის ერთი მესამედის დონეზე მოთავსებული ხორცი 20 დღის განმავლობაში არ გაფუჭებულა, ხოლო ბლაგვი სამართებელი ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე აილესა. ერთადერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ ობიექტის ღერძი სამხრეთიდან ჩრდილოეთით უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა ამის მიზეზი ჯერ მიკვლელული არარის. ბოვის ცდებით დადგინდა, რომ პირამიდის ასლი ხელს უწყობს ჭრილობებს, დამწვრობის, ძვლის ნატეხების შეხორცებას, კურნავს რევმატიზმს.


შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ პირამიდის ასლი: მკვრივი მუყაოსაგან გამოჭერით 4 სამკუთხედი, ფუძე -345 მილიმეტრი, ფერდები-330 მილიმეტრი და შეაერთეთ წებოს საშუალებით გარედან მიკრული მკვრივი ქაღალდის ზოლებით. შიდა ზედაპირს წებოთი გამოაკარით საკვები ფოლგა, გარედან კი შავი საღებავი გადაუსვით. პირამიდა ღია მხრიდან ნახევარი საათით მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე (მუხლი, ფეხის გული, წელი..). თუ თავი გტკივათ, პირამიდა თავზემოთ გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში (გულის მკურნალობა ამ მეთოდით არ შეიძლება). შეიძლება პირამიდა საწოლს ზემოთ დაკიდოთ ისე, რომ მისი ღია მხარე მტკივნეულ ორგანოსკენ იყოს მიმართული (ბავშვებსა და გულით ავადმყოფებთათვის ამ მეთოდს ნუ გამოიყენებთ), მანძილი პირამიდიდან სხეულამდე ამ დროს 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. თუ გამხმარ სამკურნალო მცენარეებს პირამიდის ქვემოთ მოათავსებთ და კარგახნით გააჩერებთ, მათი მოქმედების ძალა საგრძნობლად მოიმატებს.

რათქმაუნდა, თანამედროვეობაში უამრავი, წამალი არსებობს ამა თუ იმ ტკივილის გასაყუჩებლად, მაგრამ პირამიდის სამკურნალო თვისებებიც აღსანიშნავია თუ რაოდენ საოცარ ძალას და დადებით, ენერგიას იტევს ეს საოცრება.


გისურვებთ ჯამრთელობას და სიმშვიდეს.

0
430
10-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0