x
image
პერსეპოლისი
მორიგი თურქული სერიალი "მაესტროს" ეთერში.
image ტელეკომპანია მაესტრო თავის ერთგულ მაყურებელს სიურპრიზს უმზადებს და 20 ივნისს, უკვე ყველასათვის ნაცნობი სერიალის "სიყვარული და სასჯელის" დამთავრებისთანავე ახალ თურქულ სერიალს "1001 ღამეს" სთავაზობს.

ქართველ მაყურებელს ისე შეუყვარდა სავაში, რომ მათ არა მარტო მთლიანად უყურეს სერიალს, არამედ სავაშის გმირის მონაწილეობით სხვა სერიალებიც იხილეს. ის ახალი მარიო ჩიმაროა.

ქართველი მაყურებლების ნაწილმა "1001 ღამეც" უკვე ნახა. მათი თქმით, "სიყვარული და სასჯელი" თურქების ერთადერთი "შედევრი" არ არის და აღფრთოვანებულები დანარჩენებს ამ სერიალის ყურებასაც ურჩევენ.

ალბათ უმრავლესობისთვის "1001 ღამე" ყველასათვის ნაცნობ წიგნთან ასოცირდება, მაგრამ იქიდან მხოლოდ შეჰერაზადას სახელი გამოუყენებიათ სცენარის ავტორებს. სერიალში შეჰერაზადასა და ონურის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობენ.


შეჰერაზადა ნიჭიერი არქიტექტორია, რომელიც ონურისა და კარემის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. ის ქმრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილებით იტანჯება.ამას კი ისიც ემატება, რომ მისი ხუთი წლის ვაჟს ლეიკემია აქვს და სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროვება. შეჰერაზადას 50 000 უკვე აქვს, თუმცა მას კიდევ 150 000 სჭირდება. ამ დროს იგი იგებს, რომ ოჯახში არასასურველი რძალია და მამათილი სასტიკად ექცევა.ონური, რომელსაც მალულად შეჰერაზადა უყვარს, მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მას ამ თანხას სთავაზობს, რაზეც შეჰერაზადა თანხმდება.

სწორედ ეს ღამე გახდება სერიალის განვითარების საფუძველი, რაც მაყურებელს შეუძლია 3 სეზონის განმავლობაში იხილოს.

3
2472
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
2472
  
2013, 16 ივნისი, 20:22
ეხლა ეს დაიპყრობს საქარტველოსს :D :D ვაიი ტქვენნ რა გესჰველებატტ D: D:
2013, 7 ივნისი, 1:19
ნეტა ამ ხალხს ჭკუა მისცა და მე ფული :) რა გეშველებათ თქვე უბედურებო... ვაი ვაი.... რა დონეზე დაეცით და დაგაავადმყოფათ ამ სერიალებმა, გამოგაქლიავათ :))
2013, 6 ივნისი, 17:22
ხალიტ ერგენჩი ყველაზ მაგარი მსახიობია
0 1 3