სასარგებლო პროდუქტები ფრანგული ყველი 2013, 5 ივნისი, 8:51 ფრანგული ყველი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე ცნობილია და როკფორი. კამამბერი სულ რაღაც 300 წლის წინ გამოიგონეს. ამ უკეთილშობილეს ყველს ძროხის რძისგან და ნაღებისგან ამზადებენ. 4-5 დღის მომწიფების შემდეგ ყველი ობის (სპეციალურად გამოყვანილი სოკოვანი კულტურა) ფენით იფარება. რბილი, მომჟავე გემო, ნაზი კონსისტენცია და მსუბუქი არომატი ამ ყველს შესანიშნავ დესერტად აქცევს. კამამბერთან შედარებით, როკფორი "ღრმა მოხუცია". მისი ისტორია 900 წლის წინ დაიწყო. როკფორის მცხოვრებლები თავის ცხვრებს სპეციალურად უზღუდავდნეწყალს, რომ რძეს უფრო მაღალი ცხიმიანობა ჰქონოდა. სწორედ ასეთი რძისგან, მარავალსაფეხურიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყველს. ამის შემდეგ ყველში შეჰქონდათ სოკოვანი კულტურა Penicillium Pocfori. ამსთან, ყველს ჩხვლეტდნენ სპეციალური ნემსებით: ობი ვითარდებოდა მხოლოდ ჰაერთან ურთიერთმოქმედებისას. 3-5 თვის შემდეგ სოკო ყველს ანიჭებდა თავისებურ ცხარე გემოს და არანაკლებ თავისებურ სუნს. დღემდე საფრანგეთში როკფორს ამ უძველესი ხერხით ამზადებდნენ. 549 13-ს მოსწონს
|