სასარგებლო პროდუქტები პროდუქტების საოცარი თვისებები 2013, 10 ივლისი, 9:15 წიწაკა ჩილი და უბრალო წიწაკა ბედნიერების შეგრძნებას გაჩუქებთ. ჩილის ძირითდი შემადგენელია - კაპსაცინი, ხოლო წიწკის - პიპერინი. სწორედ ისინი აჩენენ "ხანძარს" თქვენს პირის ღრუში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ცხარედ აღიქვამთ, სინამდვილეში ტკივილის გამაყუჩებელი თვისებაა. ცრუ ტკივილის სანაცვლოდ, რომელსაც ჩილი და წიწაკა წარმოქმნიან, ტვინი გამოიმუშავებს ოპიატს. მოგვიანებით ის ბედნიერების განუმეორებელ შეგრძნებას ქმნის.
იცით თუ არა, რომ კერძში წიწაკის დამატებით ძველად ადამიანები ცდილობდნენ, ორგანიზმი უწმინდური ძალებისგან დაეცვათ? თუ ძველ გრძნეულებას დავუჯერებთ წიწაკას შეუძლია, ბოროტი სულები დააფრთხოს და საცხხოვრებლი მათგან დაიცვას. ამისთვის საჭიროა, სურნელოვანი სანელებელი ზღურბლზე, ფანჯრის რაფებსა და ღუმელის საკვამურ მილში მოვაფრქვიოთ ან წიწაკის ასხმულა ჭერში დაკიდოთ. პომიდორი მორიდებას დაგავიწყებთ. პომიდორი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს 5-ჰიდროქსი-ტრიპტამინს, რომლის მოქმედება სეროტონინის მოქმედებას გავს. ადამიანი დუნდება, კარგავს კონტროლს. ყველი ამხიარულებს. გუნება-განწყობილებას ზრდის ყველში შემავალი ამინომჟავები თირამინი, ფენილეთილამინი. 100 11-ს მოსწონს
|