მუსიკა Deep purple თბილისშია 2013, 4 ივნისი, 20:55 დღეს 14 საათზე თბილისში ლეგენდარული ჯგუფი "დიფ ფარფლი" ჩამოვიდა, აეროპორტში ჯგუფს გულშემატკივრები და ბაიკერები დახვდნენ.დღესვე, 16 საათზე ჯგუფმა სასტუმრო "შერატონ მეტეხ პალასში" პრესკონფერენცია გამარა.ხვალ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ზე ჯგუფი კონცერტს 21:30 წუთზე დაიწყებს, კონცერტზე შესრულდება როგორც ძველი, ცნობილი ჰიტები, აგრეთვე სიმღერები ახალი ალბომიდან Now What?!, რომელიც აპრილის ბოლოს გამოვიდა და გაიმეორა 20 წლის წინანდელი "ოქროს შემადგენლობის" წარმატება.ალბომი მსოფლიოს უამრავი ქვეყნის TOP 20-ში მოხვდა, მათ შორის რამდენიმე ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა(გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, ნორვეგია), აგრეთვე 20 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ა.შ.შ-ს"ბილბორდის" ჩარტებს(ბოლო ალბომი, რომელიც "ბილბორდში" მოხვდა "The Battle Rages On" იყო 1993 წელს. ჯგუფმა ევროპული ტურნე 2 ივნისს დაიწყო და თბილისი მესამე ქალაქია, სადაც იგი გამართავს კონცერტს, 7 ივნისს გამოვა ცალკე სინგლად Vincent Price და First Sign of Madness, თუმცა you tube-ზე უკვე დევს "Vincent Price"-ის ოფიციალური ვიდეოკლიპი(ვფიქრობ საკმაოდ სკანდალური) 180 1-ს მოსწონს
|