x
image
ნოდარ ჯოჯუა
მაკა რაზმაძე: ბერა, შვილო, სულ 16 წლის ხარ და მენანები იმისთვის, რომ ირგვლივ ყველა ასეთ ტყუილში გაცხოვრებს! სიმართლე კი ის არის, რომ ძალიან ცუდად მღერი
„ყველა ითხოვს სიმართლის თქმას სხვებისგან, მაგრამ თვითონ არავინ ცდილობს იმ სიმართლის თქმას, რაც „უმფროსებს" არ მოეწონებათ.


მე არ ვიცნობ არც ივანიშვილებს და არც ახალგაზრდა ბერას, თორემ ვეტყოდი, მაგრამ რადგან ეს ღია სივრცეა, იქნებ თვითონ წაიკითხოს ან ვინმემ გადასცეს.

image

-ბერა, შვილო, სულ 16 წლის ხარ და მენანები იმისთვის, რომ ირგვლივ ყველა ასეთ ტყუილში გაცხოვრებს! სიმართლე კი ის არის, რომ ძალიან ცუდად მღერი...ცუდზე უარესად, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ხარ და როგორც ვიცი, ძალიან კეთილშობილი და კარგი ადამიანი. ამიტომ და მხოლოდ ამიტომ უნდა იცოდე, რომ ეგ სიმღერა არ არის და ყველა ვინც, საწინააღმდეგოს გიმტკიცებს, დათვურ სამსახურს გიწევს!!


მაგრამ, თუ არ ხარ კარგი მომღერალი, შეგიძლია გახდე კარგი პროდიუსერი და შენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აკეთო იმდენი სიკეთე, რის ნახევარსაც ვერ იოცნებებს შენხელა კი არა, ბევრი ზრდასრული ადამიანიც. „საქართველოს ვარსკვლავში“ ამ წელს მონაწილე ბავშვები არიან ერთმანეთზე უკეთესი. ნამდვილი ვარსკვლავია თითოეული მათგანი. რამდენს წვალობენ, რამდენს მუშაობენ...შეკრიბე ერთად და მოატარე ქვეყანა კონცერტებით-ნახოს სამყარომ, როგორი მომღერლები ყავს ჩვენს პატარა ქვეყანას და აღებული თანხა მოახმარე ლეიკემიით დაავადებულ ან უბრალოდ მიუსაფარ ბავშვებს!

მაშინ იქნები ნამდვილი ვარსკვლავი ისე, პირიც რომ არ გააღო საერთოდ!!

ეს იქნება საქმე, თორემ ფულის სიყვარულით ტაშის დამკვრელების „გახარება“ დიდი ვერაფერი საქმეა...

დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ სიმართლე ესაა, “-წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე "facebook"-ის საკუთარ გვერდზე.

0
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0