![წერილი, რომელმაც 63 წლის დაშორებული
წყვილი ისევ შეახვედრა image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201306/2013060414343915976.jpg)
როდესაც 81 წლის სინტია რიგსი და 90 წლის ჰოვარდ ატებერიმ გასულ კვირას ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს, ეს მათი 60 წლიანი სიყვარულის ისტორიის ზღაპრული დაგვირგვინება იყო.
სინტია რიგსი, ახლა უკვე წარმატებული მწერალი, ყოფილი გეოლოგია და თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად სკრიპსის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში (სან დიეგო, კალიფორნია) მუშაობდა 63 წლის წინ. მათი სამუშაო დღე საკამოდ მოსაწყენი იყო და გასახალისებლად საიდუმლო მინიშნებებით ერთმანეთს ქაღალდის პირსახოცზე დაწერილ წერილებს უტოვებდნენ, რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ მათ შეეძლოთ. ამ უწყინარი მიმოწერის შემდეგ 63 წელი გავიდა და სინტიამ ერთ დღესაც, 81 წლის ასაკში მიიღო წერილი, სადაც ეწერა ''მე ყოველთვის მიყვარდი''. წინადადება კოდური შრიფტის მიხედვით იყო შექმნილი და ადრესატს არ გასჭირვებია იმის გამოცნობა, თუ ვისგან იყო შეტყობინება. ამ 63 წლის მანძილზე ორივე მათგანი დაქორწინდა, თუმცა მათი ქორწინებები უიღბლო აღმოჩნდა.
სინტიამ არ დააყოვნა და მისი ძველი სიყვარულის მოძებნას მაშინვე შეუდგა.
წყვილს ქორწილი მაისის ბოლოს, მასაჩუსეტსის შტატში ჰქონდა. მათ ქორწილს 150 სტუმარი ესწრებოდა. საქმროს მეჯვარე მისივე ვაჟიშვილი იყო. წყვილმა ჯურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ცოტა დროღა აქვთ ერთად ყოფნისთვის დარჩენილი, ამიტომაც ეცდებიან ერთმანეთს უბედნიერესი წლები აჩუქონ.