x
image
სესილი
ლიმონის ტკბილი ნამცხვარი
imageმასალად საჭიროა:

ერბო – 400გრ

შაქარი – 400გრ

ლიმონი – 2ცალი


კვერცხი – 10ცალი

პურის ფქვილი – 500გრ

ნუში – 200გრ

დარიჩინი – 50გრ

400გრ კარაქი ან ერბო, 400გრ შაქრის ფხვნილი და 10კვერცხის გული ერთად ავთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ ავურიოთ 2ლიმონის დახეხილი კანი და იმავე ლიმონების წვენი, ნუში და დარიჩინი. ნელ–ნელა ჩავასხათ 10კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა და ცოტ–ცოტა ჩავაყაროთ 500გრ თეთრი პურის ფქვილი. ვურიოთ კოვზით ფრთხილად ქვემოდან ზემოთ, ამოვიღოთ კოვზებით და დავდოთ ალაგ–ალაგ ერბოწასმულ თუნუქის ფიცარზე. დაახლოებით 40-45ცალი უნდა გამოვიდეს. როდესაც გამოცხვება, ნახევარს ე.ი 20რგოლს წავუსვათ კრემი, მურაბა, ჟელე; დანარჩენი ზემოდან გადავაფაროთ და დავაწყოთ გორაკად ლანგარზე.

0
217
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0