შოუბიზნესი კეტრინ-ზეტა ჯონსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწვება? 2013, 3 ივნისი, 21:08 ამერიკლი ჟურნალისტები იუწყბიან, რომ ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, კეტრინ-ზეტა ჯონს, ესაჭიროება ექიმების მეთვალყურეობა 30 დღის განმავლობაში.მსახიობი დაავადებულია მეორე ხარისხის ბიპოლარული აშლილობით, ამიტომ მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მსახიობი იტანჯება მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომით, რაც მის უცნაურ მოქმედებებს იწვევს.მსახიობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, ის მზადაა ჩაიტაროს ყოველგვარი მკურნალობა სპეციალისტების დახმარებით და თუ საჭირო იქნება მედიკამენტების მიღებასაც არ გამორიცხავს.კეტრინმა თვითონ გაიარა რეგისტრაცია სპეციალიზირებულ კლინიკაში და ადრე ამბობდა, რომ პროფილაკტიკის მიზნით გადიოდა ჯანმრთელობის მორიგ შემოწმებას.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 43 წლისაა და ის ჰოლივუდის ასევე ცნობილი და პოპულარული მსახიობის მაიკლ დუგლასის მეუღლეა.2011 წელს კეტრინმა მიიღო დიდი სტრესი მეუღლის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მაიკლ დუგლასს აქვს ყელის კიბო და კეტრინმა საავადმყოფოში გაატარა ხუთი დღე.ამავე წელს მან პირვლად გაიარა სამკურნალო კურსი ბიპოლარულ დარღვევასთან დაკავშირებით. 316 8-ს მოსწონს 2-ს არა
|