x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136056
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510306
The Expendables 3
The Expendables


ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა Sylvester Stallone-მ უკვე დიდი ხანია რეჟისორობას მიჰყო ხელი. მის მიერ გადაღებული ფილმების რეჟისორი და სცენარის ავტორი თავადაა, რომლებშიც მთავარ როლშიც თავად თამაშობს თავის მეგობრებთან ერთად. მისი ფილმები საკმაოდ პოპულარულია სათავგადასავლო-მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმების მოყვარულებში.


მისი მონაწილეობით მრავალი, ყველასთვის საყვარელი ფილმია გამოსული, მათ შორის გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებენ ფილმები "როკი" და ფილმი "რემბო", რომლის წყალობითაც მსახიობმა პოპულარობა მოიპოვა.


სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, მისი ერთერთი ყველაზე პოპულარული ფილმის, The Expendables-ის მესამე ნაწილის შესაძლო გადაღების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღება. ჯერ არ ვრცელდება ფილმის პოსტერები, თრეილერებზე საუბარიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ცნობილია რამდენიმე ცნობილი მსახიობი, რომელიც ითამაშებს აღნიშნულ ფილმში:



Jason Statham

Jason Statham


Sylvester Stallone
Sylvester Stallone


Milla Jovovich
Milla Jovovich


Jackie Chan
Jackie Chan


Mickey Rourke
Mickey Rourke


Jet Li
Jet Li


Wesley Snipes
Wesley Snipes


Dolph Lundgren
Dolph Lundgren


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცნობილი მსახიობები Sylvester Stallone-ს მეგობრები არიან. კიდევ ვინ შეუერთდება მათ შესანიშნავ გუნდს, ჯერჯერობით უცნობია. ფილმი ტელე ეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდება, ზუსტი თარიღი ჯერ არაა ცნობილი.


იმედია, კინო მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე იქნება და მოუთმენლად დაელოდება ყველა Sylvester Stallone-ს მორიგ ნამუშევარს.


0
81
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0