x
image
ბელენაი
მკერდის მოვლა

imageმკერდი ადამიანის სხეულის ის ნაწილია, რომლითაც იოლად განირჩევა მდედრი მამრისგან. თუმცა, ბრტყელმკერდიანი ქალებიც არსებობენ და “მკერდბარაქიანი'' მამაკაცებიც.. ამ შემთხვევაში ქალებზე ვსაუბრობთ.



მკერდის მოვლა ყოველი მდედრის სასიამოვნო ვალია. რეგულარული დაბანა და შხაპი მოგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მკერდის ლამაზი ფორმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. არსებობს უიოლესი ხერხი: მკერდი უნდა მოიბანოთ ქვემოდან ზემოთ, წრიული მოძრაობით, ხელთათმნით ან ხაოიანი პირსახოცით. პირსახოცი დაასველეთ ცივ ძმრიან-მარილიან წყალში, გაიკეთეთ ათწუთიანი მასაჟი შუა ნაწილიდან გვერდებისაკენ წრიული მოძრაობით, შემდეგ წაისვით ზეითუნის ზეთი. მსუბუქი ჭკნობა თუ შენიშნეთ, აუცილებელია თავდაპირველად კონტრასტული კომპრესი გაიკეთოთ: ცხელ წყალს ჩაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, ცივს-ძმარი ან ლიმონის წვენი. ორივე პროცედურა ჩაიტარეთ ათ-ათი წუთის განმავლობაში. ეს კომპრესი რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.

თუ ნორჩი და ახალგაზრდა ხართ, ჭკნობას ნუ დაელოდებით, ახლავე დაუჯერეთ ჩვენს რჩევას. თუ ასაკოვანი ბრძანდებით, მაინც დაგვიჯერეთ - რა პეწიც შეგრჩათ, იმას მაინც შეინარჩუნობთ.

0
242
13-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0